FM97.5 / LIVE

COVID 19 - როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 16.04.2020
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. მას შემედეგ, ქვეყანაში ეტაპობრივად დაიწყო შეზღუდვები. ნახეთ, როგორ მოვედით ამ მდგომარეობამდე. მთავრობის კონკრეტული ზომები თებერვლიდან 16 აპრილამდე.

COVID 19  - როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ინფიცირებული 50 წლამდე კაცი, ირანში მოგზაურობდა.

ამავე დღეს, მთავრობაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა.

გაიხსნა საკარანტინო ზონები, ერთ-ერთი მათგანი აბასთუმნიში ფილტვის ცენტრში, სადაც 27 თებერვალს დაკვირვებისთვის 15 ადამიანი შეიყვანეს.

28 თებერვალს კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა.

28 თებერვლიდან საქართველომ ირანთან და იტალიასთან საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა. საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა.

29 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. მისი ისტორიაც ირანთან მოგზაურობას უკავშირდებოდა.

შეწყდა სწავლა საგანმანთლებლო დაწესებულებებში. პირველ ეტაპზე 29 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

1-ელ მარტს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

5 მარტს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის შემდეგაც რაოდენობა ეტაპობრივად საგრძნობლად გაიზარდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი საზღვარზე გარკევული შეზღუდვები დაწესდა.

9 მარტიდან საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით შეიზღუდა.

11 მარტიდან საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, პირველ აპრილამდე შეწყდა სპეციალური საჭიროებების მქონე პირების მომსახურება დღის ცენტრებშიც.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა - „ჩვენი შეფასებით, ახალი კორონავირუსი COVID-19 შეიძლება დახასიათდეს, როგორც პანდემია“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

12 მარტიდან სამთავრობო უწყებები მუშაობის საგანგებო, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. მუშაობის რეჟიმი შეიცვალა სამცხე-ჯაავხეთის ექვსივე მუნიციპალიტეტშიც. თვითმმართველობებმა მოქალაქეებთან დისტანციური ურთიერთობა დაიწყეს. თანამშომლების ნაწილმა სახლიდან, ნაწილმა კი ადმინისტრაციული შენობებიდან განაგრძო მუშაობა.

12 მარტიდან საზღვარზე შეზღუდვები დაუწესდათ ჯანმო-ს მიერ მაღალი რისკის სახელმწიფოებად განსაზღვრულ ქვეყნებს: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა.

14 მარტიდან, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება შეჩერდა.

16 მარტიდან, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

16 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, 50 წლამდე კაცი, საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ჩატარებულმა ორმა ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. მან კლინიკა დატოვა. დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები.

17 მარტიდან კორონავირუსის პრევენციის გამო, საქართველოში არსებულ კათოლიკურ ეკლესიებში, ზიარების მიღებისა და ღვთისმსახურების რამდენიმე წესი შეიცვალა. ლოცვის წესები შეცვალა საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმმა თემმაც, მათ მლოცველებს მოუწოდეს თავი შეიკავონ მეჩეთებში პარასკევისა და სხვა ლოცვების ჯამაათით შესრულებისგან.

ლიტურგიის აღვლების წესი შეცვალა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც. სასულიერო პირებმა ლიტურგიების ჩატარება მრევლის გარეშე დაიწყეს.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, ისინი ე.წ მიწოდების სერვისზე გადავიდნენ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ახალი მუხლი დაემატა - თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის სანქცია განისაზღვრა: ფიზიკური პირისთვის 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 15 000 ლარი.

18 მარტიდან აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება, გარდა მუნიციპალური ავტობუსებისა და მეტროსი. საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება შეწყდა ახალციხეშიც.

18 მარტს საქართველოს საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა.

18 მარტს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველო მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დამზადებას იწყებს. პროცესში კი ჩაერთვება კერძო ბიზნესიც.

20 მარტიდან უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციით, საქართველოსა და სამცხე–ჯავახეთში აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა ობიექტი დაიხურა.

20 მარტს საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, ზირების წესი არ შეიცვალა.
საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდა.

21 მარტს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვეყნის მასშტაბით 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამაცხადა - „საქართველოს მთავრობა და მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ თვით“.

22 მარტს სამცხე-ჯავახეთში დამატებით სამი საკარანტინე ზონა მოეწყო: ბაკურიანის ორ და ახალციხის ერთ სასტუმროში.

23 მარტიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, რადგან 22 მარტს მარნეულში მცხოვრებ 62 წლის ქალს კორონავირუსი აღმოაჩნდა. პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, ამის გამო მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ჩაიკეტა მუნიციპალიტეტების შესასვლელები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

სამცხე-ჯავახეთში მეხუთე საკარანტინო ზონა, ბაკურიანის სასტუმრო „კრისტალში“ მოეწყო.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ დღეს, 23 მარტს გამოსცა.

საქართვლოს მთავრობის დადგენილებით, 23 მარტიდან აიკრძალა ქორწილების, ქელეხებისა და ისეთი სოციალური შეკრებების გამართვა, სადაც დახურულ სივრცეში 10 ადამიანზე მეტი იყრის თავს.

პრემიერის დავალებით და მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატში შეიქმნა ფონდი StopCoV, სადაც კომპანიებსა და მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა.

30 მარტიდან, მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები დაიწყო. მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

31 მარტის 08:00 საათიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე „კომენდანტის საათი“ დაწესდა.

სამცხე-ჯაავხეთში ახალი საკარანტინე ზონა ბაკურიანში, სასტუმრო „ნოელში“ მოეწყო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალციხეში და ქვეყნის სხვა ექვს ქალაქში გამშვები პუნქტები მოეწყო, რომელსაც შსს–ს და თავდაცვის სამინისტროს ძალები აკონტროლებენ. ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

3 აპრილს ქვეყნის მასშტაბით ცხელების ცენტრები გაიხსნა, მათ შორის ოთხი სამცხე-ჯავახეთში: ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ახალქალაქში. პაციენტებს, რომლებსაც Covid-19–ის სიმპტომები აღენიშნებათ, ბოქსირებულ პალატებში ათავსებენ.

4 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 79 წლის ქალი.

მარნეულის და ბოლნისის შემდეგ, 10 აპრილს სრული საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა ლენტეხშიც. ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი შემთხვევაა გამოვლენილი. პირველი შემთხვევა მუნიციპალიტეტში რვა აპრილს დაფიქსირდა, ვირუსი 53 წლის კაცს დაუდგინდა, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა.

12 აპრილიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

14 აპრილს საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. ამავე დღეს პრერმიერმა განაცხადა რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება.

15 აპრილს მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება. დიდი ზომის ტაძრებში ორ მეტრიან დისტანციას დაიცავენ, მცირე ზომის ეკლესიებში კი, მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

16 აპრილს სამცხე-ჯაავხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბორჯომში, დაბა ახალდაბაში კორონავირუსი 30 წლამდე პირს დაუდასტურდა.

16 აპრილს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, მსუბუქი მანქანებით გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 21 აპრილამდე იმოქმედებს.

16 აპრილის 23:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 348
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 76
მათ შორის გარდაცვლილი - 3
• კარანტინის რეჟიმში - 5000
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494
• *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
რუსეთში ერთ დღეში COVID-19-ის 10 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66–მდე გაიზარდა
COVID-19 - მეზობელი ქვეყნები და საქართველო
COVID-19: საქართველოში გამოჯანმრთელებული 98 ადამიანია