FM97.5 / LIVE

სამთო-სათხილამურო კურორტები დაიხურა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.03.2020
მას შემდეგ, რაც ჩეხეთის მოქალაქეს საქართველოში, კერძოდ კი გუდაურში ყოფნის შემდეგ, საკუთარ სამშობლოში კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მთავრობამ სამთო კურორტებზე შეზღუდვები დააწესა.

სამთო-სათხილამურო კურორტები დაიხურა


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით დღეიდან, 16 მარტიდან სამთო კურორტები დაიკეტა. გუდაურში არსებულ იმ ობიექტებიდან კი, სადაც ტურისტი იმყოფებოდა, იზოლაციაში 30 ადამიანი გაუშვეს, მათგან სამს ვირუსის სიმპტომები აქვს.

„ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, რვა მარტს, როგორც თვითონ ყვება დაუდასტურდა კორონა ვირუსი. ის გაემგზავრა ჩეხეთში. მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩოსთან, ისევე, როგორც იმ წარმომადგენლებთან სასტუმროების, სადაც ის იმყოფებოდა და დაადასტურა რომ აქვს და დაუდასტურდა კორონა ვირუსი. ეს გახდა გარკვეულწილად იმის ბიძგი, რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზეც ვაწესებთ შეზღუდვებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ჩეხ მოქალაქეს კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა. რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა, არ დამალა დაავადების შესახებ, და სრულად აღწერა მარშრუტი, რომლის მიხედვითაც იგი გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, მან საქართველოს მიაწოდა სასტუმროების, რესტორნებისა და იმ მანქანების ნომრების სია, რომლითაც გადაადგილდებოდა.

„ამ ეტაპზე იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე მოხდეს ამ ადამიანების იზოლაცია“.

მთავრობაში განმარტავენ, რომ საგანგებო სიტუაციის გამოცხადების აუცილებლობა ჯერ არ არის.

„შეწყდება საბაგიროების მუშაობა, მოხდება კონსერვაცია და დასაწყობება იმ ტექნიკისა, რომელიც კურორტს ემსახურებოდა. შესაბამისად, კურორტები წყვეტენ მუშაობას და ეს გამართლებული ნაბიჯია. კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მომსახურება მათ სივრცეებში და გადავიდნენ მიტანის სერვისზე. კვების ობიექტები მეტ-ნაკლებად შემზადებულები არიან ამისთვის“ , - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კორონავირუსი  ‘კრედოს’  თანამშრომელს დაუდასტურდა
ახალციხეში კაფეების და რესტორნების ნაწილმა მოქალაქეების მიღება შეაჩერა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს COVID 19 დაუდასტურდა
'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა
ადიგენში 10 დღის წინ სტუმრად მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა
Covid-19 ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა