FM97.5 / LIVE

‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.10.2020
ბუნებრივი აირის მომმარაგებელი კომპანიის შეცვლის გამო, მოსახლეობის ნაწილი გადასახადს ვერ იხდის, რადგან ახალი კომპანიის მონაცემები "თიბისი ბანკის" მხოლოდ რამდენიმე სწრაფი გადახდის აპარატშია ჩატვირთული.

‘გადაუხდელობის გამო,  ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

„ინტერგაზის“ დირექტორის, ვასილ აბულაძის თქმით, თვის ბოლომდე ახალციხის მასშტაბით, "თიბისი ბანკის" ყველა აპარატში იქნება ჩატვირთული კომპანიის მონაცემები, მანამდე კი, გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირით მომარაგებას არავის შეუწყვეტენ.

„იქამდე, სანამ ქალაქის მასშტაბით „თიბისი ბანკის“ გადახდის აპარატებში არ დასრულდება კომპანიის მონაცემების შეყვანა, გაზს არავის ჩავუჭრით, პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია და თვის ბოლომდე ყველა აპარატით იქნება შესაძლებელი დავალიანების გადახდა“, – აცხადებს ვასილ აბულაძე.

ამ დრომდე ამბონენტებს გადასახადის გადახდა მხოლოდ "თიბისი ბანკის" ახალციხის ფილიალში შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1–ელი სექტემბრიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოკარ გაზის“ ნაცვლად შპს „ინტერ გაზი“ ოპერირებს. ადგილობრივები გადასახადს იგივე აბონენტის ნომრით გადაიხდიან.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში
ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება ერთ საათში აღდგება
ორშაბათს ახალციხეში ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება
თიბისი ფეი 1 ლარიან საკომისიო გადასახადს აუქმებს ®
ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
თიბისი ბანკის ოფისში პრესკონფერენცია  გაიმართება [R]
ახალციხის სამ ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება