FM97.5 / LIVE

პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

მთავარისიახლე, განათლება 30.03.2020
დღეიდან, 30 მარტიდან, მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები დაიწყო. მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია.

ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

ტელეკომპანიის განცხადებით, გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

პროექტი „ტელესკოლა“ ახალი საგანმანათლებლო ტელეარხის, პირველი არხი|განათლების ეთერში გადის. ახალი საგანმანათლებლო არხისთვის სპეციალურად შეიქმნა ახალი ლოგო, შეფუთვა და სამაუწყებლო ბადე.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს სკოლებში სწავლა ორი მარტიდან შეწყდა. დაკეტილია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 30 მარტის დილის მონაცემები ასეთია:

დადასტურებული შემთხვევა - 91
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 18
კარანტინის რეჟიმში - 4876
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა არის ‘ტელესკოლა’ და როგორ ვისწავლოთ მისი საშუალებით
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
'მადლობა გაწეული შრომისთვის' – ბესიკ ამირანაშვილი მასწავლებლებს ®
კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 სექტემბერი
კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა