24.10.2020 - ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, მესხეთის ოთხ სოფელში იმყოფებოდა. მან ასევე მოინახულა რაბათის ისტორიული კომპლექსი. მერაბიშვილმა ადგილობრივებს არჩევნებში დახმარება სთხოვა და თავადაც დახმარებას დაპირდა.
23.10.2020 - რატომ დაუბრუნდნენ პოლიტიკას და რატომ გაიყო მათი გზები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“. რას ამბობენ ამ ორი პარტიის მსგავსებისა და განსხვევების შესახებ და რას ახსენებენ ამომრჩევლებს მათი პარლამენტში ყოფნის პერიოდიდან.
10.10.2020 - მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეებმა მოლაპარაკებას მიაღწიეს და ამ ეტაპზე ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
09.10.2020 - რატომ სურს პოლიტიკოსობა მომღერალ გიორგი ჩიტაურს; როგორია მისი ხედვა ოლქში არსებულ პრობლემებზე; რატომ არ იყარა კენჭი მშობლიურ თიანეთში და რა პრობლემები შეექმნა „ლეიბორისტულ პარტიას“ სამცხეში წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებისას.
09.10.2020 - დაპირისპირებული მხარეები, სომხეთი და აზერბაიჯანი, პუტინმა მიიწვია, რათა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოსკოვისგან კონსულტაციები მიიღონ.
07.10.2020 - პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული იმით, რომ ნებისმიერი სახის გაურკვევლობა და კონფლიქტი რეგიონში მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.
03.10.2020 - „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელი პროპორციული სიის ათეულშია. მაია ხრიკაძე ჩამონათვალში რიგით მე-9 ნომერი იქნება.
03.10.2020 - პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე დაასახელა. იგი ყოფილი სპორტსმენი, დავით გოგიჩაიშვილია.
03.10.2020 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები მოიკვლია. დეპუტატებს შორის არიან კანდიადტები სამცხე-ჯავახეთიდან.
02.10.2020 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმეზე დებატების გამართვა საჭიროდ აღარ ჩათვალა და 2021 წლის მარტამდე საქმის განხილვას აღარ დაუბრუნდება. მერაბიშვილი კი აცხადებს, რომ იგი პოლიტპატიმრად აღიარეს.
02.10.2020 - სომხეთის საელჩო ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბორჯომში გადაღებული ტექნიკა აზერბაიჯანში გადასატანად მიჰქონდათ, სიცურეს უწოდებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
24.09.2020 - Ինչու մինչ օրս չի ընտրվել «Լելո Վրաստանի» մեծամասնական թեկնածու Ախալցխա-Ադիգենի-Ասպինձա-Բորժոմի ընտրատարածքում. Ինչու Ախալքալաք-Նինոծմինդան մնաց առանց թեկնածուի; Ինչի՞ վրա են հույսերը դնում կուսակցության տեղական շտաբերում և ի՞նչ ճնշման մասին են խոսում ընտրություններին ընդառաջ:
17.09.2020 - „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს, აცხადებს, რომ მის მხარდამჭერებსა და ახლობლებზე ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით სამჯერ დაურეკეს. მკოიანმა რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა.
15.09.2020 - სამცხეში, „ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა კვარაცხელია, რომელიც 2013-2017 წლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში მუშაობდა, ამბობს, რომ ადიგენში მუსლიმი თემის ირგვლივ გაჩენილი პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მოეგვარებინა, თუმცა ვერ შეძლო. კანდიდატმა დღეს მედიისა და არასამთავრობო სექტორის კითხვებს უპასუხა.
11.09.2020 - შეიცვალა თუ არა აზრი ჭელაში მინარეთის დადგმასთან დაკავშირებით 8 წლის შემდეგ და რატომ ფიქრობს, რომ მუსლიმი მოსახლეობა ხმას მისცემს. როგორია რეგიონის განვითარების მისეული ხედვა და რაზე აკეთებს აქცენტებს. გადაცემა „კვირის აქცენტის“ სტუმარია პარტია „თავისუფალი საქარათველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში, გოდერძი კუბლაშვილი.
08.09.2020 - მას შემდეგ, რაც ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შვიდწლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო დატოვა, პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნდა. მის დაბრუნებას მთელი რიგი ცვლილებები მოჰყვა ახალციხე-ადიგენის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ შტაბებში. მერაბიშვილის მიმართ სიმპათიებს შეეწირა ზოგის სამსახური, ზოგმა კი ახალი სტატუსი მოირგო.
04.09.2020 - დღეს, 4 სექტემბერს, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურა ჩილინგარაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ადიგენის სოფელი დერცელიდან დაიწყო.
04.09.2020 - დღეს, 4 სექტემბერს პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად სოცკარ პუთულიანი წარადგინა.
03.09.2020 - ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვაჟა ჩიტაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სოფელ უდედან დაიწყო. პარტიაში განაცხადეს, რომ ეს სიმბოლურია, რადგან ენმ–ს ყველაზე მეტი მხარდამჭერი სწორედ იმ სოფელში ჰყავს.
02.09.2020 - ადიგენის საკრებულოში, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, სადაც „ევროპელების“ დეპუტატები ერთიანდებოდნენ, გაუქმდა. მისმა წევრებმა პარტია შეიცვალეს და ახალი ფრაქცია, სახელწოდებით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოაყალიბეს.