FM97.5 / LIVE

‘დიდ ეკლესიებში დისტანციას დაიცავენ, მცირეში - მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან’ - მთავრობა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 15.04.2020
მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება. დიდი ზომის ტაძრებში ორ მეტრიან დისტანციას დაიცავენ, მცირე ზომის ეკლესიებში კი, მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

‘დიდ ეკლესიებში დისტანციას დაიცავენ, მცირეში - მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან’ - მთავრობა

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართელოს საპატრიარქოსთან და ჩვენს პატრიარქთან. ერთოვლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება, უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში, დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორ მეტრიანი სოციალური დიტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ „კომენდანტის საათით“ გათვალისწინებული ნორმების დაცვას.

„ ე.წ კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმის დარღვევა ითვალისწინებს 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისგებას“.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდება, მონასტრებში კი - ღამით
სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი შეზღუდვები წესდება
‘მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა’ – დეკანოზი
სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
ყველაფერი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე