FM97.5 / LIVE

‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები - 2020 26.10.2020
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ სოფელ დიდ სამსარში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თავს ენზელ მკოიანის მხარდამჭერი დაესხა. მისი თქმით, ეს „ოცნების“ მოქმედი დეპუტატის წინასაარჩევნო პროვოკაცია იყო.

‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

სამველ მანუკიანი ამბობს, რომ გუშინ, 25 ოქტომბერს წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ დიდ სამსარში ჰქონდა, ინციდენტი კი მაშინ მოხდა, როცა სოფლის დატოვებას აპირებდა.

„ჰაიკ რსტაკიანი და მისი შვილი მოვიდნენ. ჰაიკი მთვრალი იყო. იძახდა, თქვენ რა შეგიძლიათ, ენზელ მკოიანი სოფელში გაზს გააკეთებსო. მე ვუთარი, რომ გაზი რომელ სოფელში იქნება და რომელში არა ამას სახელმწიფო წყვეტს–თქო, დაიწყო ცუდად მოქცევა და ადგილობრივებმა გაიყვანეს, მაგრამ ისევ მობრუნდა. ვუთხარი, თითი გაწიე რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს–მეთქი, ამ დროს მოულოდნელად ცხვირში დამარტყა“, - ამბობს კანდიდატი.

მისი თქმით, მკოიანის მხარდამჭერმა მანქანაც დაუზიანა.

„მანქანაში ჩავჯექი, მინდოდა პროვოკაცია თავიდან ამეცილებინა და ამ დროს მანქანის მინას ქვა მოხვდა. ეს იყო სუფთა წყლის პროვოკაცია, ეს ადამიანები 20 წელი პროვოკაციით არიან დაკავებულები, ეს მათ ძალიან კარგად გამოსდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავურბივართ ბვერი თვეა, ეტყობა წინასაარჩევნო ბოლო დღეს არ გამოვიდა. ეს კაცი ფიქრობს, რომ ფულით შეუძლია სოფლიდან მკოიანისთვის ხმები წაიღოს, არ გამოუვა რადგან ამ სოფელში ხმების 80% ჩემი იქნება, არჩევნებამდე ექვსი დღე დარჩა, ამ ექვს დღესაც მოვითმენთ, როგორც მოვითმინეთ 21 წელი [გულისხმობს ენზელ მკოიანის დეპუტატობის პერიოდს]“, - ამბობს მანუკიანი.

„სამხრეთის კარიბჭემ“ რსტაკიანებთან სცადა ამბის გარკვევა, თუმცა მათ უარყვეს, რომ სამველ მანუკიანს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„მამას წნევა აქვს და ძინავს, ვერ გამოვა. გუშინ იქ [დიდ სამსარში]ნამდვილად იმყოფებოდა, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და არა ფიზიკური“, – ამბობს ჰაიკ რსტაკიანის შვილი.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, შტაბში მივედით, თუმცა შენობა აქაც უკომენტაროდ დატოვა.

ინციდენტი სოფელ დიდ სამსარში გუშინ, 25 ოქტომბერს დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. სახის არეში მიღებული დაზიანებებით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს.

დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება, უცნობია, შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, რომ „არკვევენ“.

[მარიამ ბარძიმაძე, რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სიცრუეა ინფორმაცია თითქოს სამველ მანუკიანს თავს ჩემი აქტივისტი დაესხა’ – ენზელ მკოიანი
ახალქალაქში სავარაუდოდ ‘ოცნების’ მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატს სცემეს
შსს-მ ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
საპარლამენტო არჩევნებში ‘ოცნების’ მაჟორიტარად ჯავახეთში სამველ მანუკიანი მოიაზრება

სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი 2019 წელს პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულან
დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი დაჯარიმდნენ