FM97.5 / LIVE

კორონავირუსი 50 წლამდე კაცს დაუდგინდა

მთავარისიახლე, შემთხვევა, კორონავირუსი 26.02.2020
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 50 წლამდე კაცი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ერთი კვირის განმავლობაში ირანში მოგზაურობდა. იგი საქართველოში გუშინ, 25 თებერვალს დაბრუნდა.

კორონავირუსი  50 წლამდე კაცს დაუდგინდა

„ადამიანი, რომელიც მოგზაურობდა ირანში ერთი კვირის განმავლობაში, დაბრუნდა საქართველოში გუშინ, ის გახლავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. დაახლოებით 50 წლის კაცი, საზღვარზე მას დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები, რის გამოც ის გადაყვანილი იქნა ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში. ჩაუტარდა კვლევები და დადასტურდა. მასთან ერთად მგზავრობაში მყოფი რამდენიმე პირი აზერბაიჯანში, კარანტინში იმყოფება, ერთი კი საქართველოში, ინფექციურ საავადმყოფიშია გადაყვანილი, მას რეაქცია უარყოფითი აქვს”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 50 წლის კაცი საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას საქართველოს სხვა მოქალაქესთან კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია.

„პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას ამ ეტაპისთვის საფრთხე არ ემუქრება. მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი საზღვარი ირანთან, მაგრამ ირანელი მოქალაქეებისთვის მიმოსვლა, ისევე როგორც ქართველი მოქალაქეებისთვის მიმოსვლა ირანში, ორი კვირით შეიზღუდება“, – განაცხადა ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს: „ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტში დავრჩებით, როგორც ჩვენს მოსახლეობასთან, ასევე მედიასთან და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ამ ინფორმაციას მოგაწვდით. სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემოილოგიური საფრთხე“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ამ ეტაპზე არ არსებობს რისკი, საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების' –ჯანდაცვის მინისტრი
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ეკატერინე ტიკარაძე
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა [პირდაპირი]
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს