FM97.5 / LIVE

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 03.04.2020
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის, stopcov.ge-ის თანახმად, სამი აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 27 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 5 550, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გუშინ, ორ აპრილს COVID 19-ით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს დილით კი 14 ინფიცირებული დაემატა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა.

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. მოქალაქეს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

ამოქმედდა ცხელი ხაზი - 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ. ცხრა ქალაქის, მათ შორის ახალციხის შესასვლელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო – მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგი უტარდებათ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია 50 წლამდე კაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. იგი დაინფიცირებიდან 20 დღეში გამოჯანმრთელდა.

29 თებერვალს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა თითქმის ყველა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

20 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტები დაიხურა. კვების ობიექტების ნაწილი კი ე.წ გატანის სერვისზე გადავიდა.

21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა ამისთვის სპეციალური დეკრეტი გამოსცა.

23 მარტს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, რადგან ვერ დადგინდა მარნეულში მცხოვრები 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო, ამის გამო მარნეულის და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამავე თემაზე:

ყველაფერი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე

COVID 19 - სიმპტომები და გავრცელება - რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები

რით განსხვავდება ერთმანეთისგან COVID-19 და გრიპი?

სახლიდან გასვლისა და შესვლის პროტოკოლი - COVID 19

როგორ დავიბანოთ ხელები სწორად? COVID 19



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70–მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
COVID-19: საქართველოში ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66–მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 45 პაციენტი გამოჯანმრთელდა