FM97.5 / LIVE

საქართველოს კათოლიკე ეკლესიამ ზიარების წესში ცვლილება შეიტანა

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.03.2020
კორონავირუსის პრევენციის გამო, საქართველოში არსებულ კათოლიკურ ეკლესიებში, ზიარების მიღებისა და ღვთისმსახურების რამდენიმე წესი შეიცვალა. ამის შესახებ ეკლესიის ეპისკოპოსმა დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს კათოლიკე ეკლესიამ ზიარების წესში ცვლილება შეიტანა

საქართველოს კათოლიკე ეკლესია კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციულ ზომებს იღებს. ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მორწმუნეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ ცვლილებები, რომლებიც წირვის მსვლელობისას იქნება გატარებული.

„საზოგადოებრივი გვერდით დგომის სულისკვეთებით, რომელიც ჩვენთვის იღებს სათავეს უშუალოდ რწმენიდან, მწადია რომ ყველა ჩვენგანმა გაიზიაროს ზოგიერთი მითითებანი, რამაც შესაძლოა მოითხოვოს ჩვენგან მსხვერპლის გაღება, მაგრამ წარმოადგენს სიყვარულისა და ყურადღების ნიშანს საკუთარი თავის მიმართ და კიდევ უფრო იმათ მიმართ, ვინც შესაძლოა ჩვენზე უძლურია“, - ნათქვამია განცხადებაში.

დეკრეტის მიხედვით, საყოველთაოდ გამოცხადებული პანდემიის პრიობებში, ეკელსიაში ზიარებას მხოლოდ პურის სახით გასცემს და მორწმუნეები მას ხელის გულზე მიიღებენ.
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მრევლს მოუწოდებს:

- ტაძარში შესვლისას პირჯვარი გამოისახეთ და მუხლი მოიყარეთ ნაკურთხ წყალში ხელის დასველების გარეშე. არ გამოიყენოთ ასევე ნაკურთხი წყალი სასმელად;

- მშვიდობის ნიშნის გაცვლა მოხდეს გვერდით მდგომისთვის თავის დაკვრით;

- წმიდა წირვის დროს ზიარება დარიგდეს ხელისგულზე მხოლოდ პურის სახით მიცემით. ევქარისტიის მიღების ამ წესმა (უძველეს ეკლესიაში ამგვარად ეზიარებოდნენ) სრულებითაც არ უნდა შეამციროს მორწმუნეთა მოწიწება და სიყვარული ამ საიდუმლოსადმი, მეტიც, უნდა გვაგრძნობინოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ ძღვენზე, რომელიც გვეძლევა. მორწმუნემ გაუწოდოს მღვდელს ორივე ხელი. მარცხენა ხელი დევს მარჯვენაზე და მოწმუნე მოწიწებითა და სიყვარულით ღებულობს ქრისტეს ხორცს და პასუხობს: ‘ამენ’, ოდნავი თავის დაკვრით. შემდეგ მღვდლის წინაშე, ან ოდნავ გვერდზე გამდგარი, რათა შემდგომ მორწმუნეს დაუთმოს გზა, იღებს ნაკურთხ პურს მარჯვენა ხელის თითებით და ჭამს. თითოეული გაფრთხილდეს, რომ არ დაუვარდეს მცირე ნაწილიც კი.

ყველას სუფთა უნდა ჰქონდეს ხელები და სადად და ლამაზად იმოქმედოს ამ დროს, რაც იქნება ევქარისტიისადმი მათი რწმენისა და შინაგანი მოწიწების გამოხატულება.

- თანამწირველების შემთხვევაში ყველა მღვდელი ეზიაროს უფლის ხორცის ბარძიმში ჩაწობით, მხოლოდ ბოლო მაზიარებელმა მღვდელმა მიიღოს ბარძიმის შიგთავსი სრულად.

- თუკი რომელიმე პიროვნება ავადაა, ან გაციებულია და სიცხე აქვს, რა თქმა უნდა, იგი გათავისუფლებულია ლიტურგიაში მონაწილეობის ვალდებულებისაგან. ძალზე ხანდაზმულ ადამიანებსაც შეუძლიათ სახლში დარჩნენ და პირადად ილოცონ. მომავალი კვირადღიდან შესაძლებელი იქნება ინტერნეტში პირდაპირი ჩართვით წმ. წირვის ნახვა, მისამართზე: www.youtube.com/ The Media of the Catholic Church in Georgia 12.00სთ-ზე)

- ავადმყოფებს შეეძლებათ ითხოვონ, რათა მღვდლებმა მათ სახლში მიუტანონ ზიარება. ამ დროს, მღვდლებმა დაიცვან ჰიგიენის ყველა საჭირო ზომა.

- ეკლესიაში წასვლამდე და ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, მღვდლებმა და მორწმუნეებმა გულმოდგინეთ დაიბანონ ხელები.

- ეკლესიების დღეობები აღინიშნოს სხვა საკრებულოებიდან მორწმუნეთა მონაწილეობის გარეშე (მაგ.: მოახლოებულია წმ. იოსების დღეობა არალში)
მდგომარეობის განვითარებისდა მიხედვით შეგატყობინებთ შესაძლო სამომავლო მითითებებს შემდგომი დღეებისათვის“, - წერია ეპისკოპოსის დეკრეტში“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კათოლიკურ ეკლესიებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგა
სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა
კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ‘ვალეში მომხდარს ვერავის დავაბრალებთ’
'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]
რას (არ) აკეთებენ რელიგიური კონფესიები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის