FM97.5 / LIVE

სომხური სამოციქულო ეკლესია წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 18.03.2020
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამცხე–ჯავახეთისა და წალკის სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია დიდ ხუთშაბათამდე წირვას „კარდახურული“ ჩაატარებს, ასევე დროებით აღარ გაიმართება ქორწინებისა და ნათლობის ცერემონიებიც.

სომხური სამოციქულო ეკლესია წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებს

სომეხი სასულიერო პირების განცხადებით, ეკლესია მრევლისთვის ღია იქნება 9:00–დან 19:00 საათამდე. წირვის დროს კი კარი დაიხურება. შეზღუდვა ცხრა აპრილამდე გაგრძელდება.

დროებით გაუქმდა ქორწინებისა და ნათლობის ცერემონიებიც. დაკრძალვის შემთხვევაში ცერემონია მხოლოდ საფლავზე შესრულდება.

„დღეს, 18 მარტს 19:00 საათზე წირვას ჩავატარებ მარტო. ილოცეთ სადაც ხართ და უფალს ვთხოვოთ, რომ ერთად გადავლახოთ ყველაფერი“,– ამბობს მღვდელი თორგომ ვარდანიანი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუსლიმურმა თემმა ლოცვის წესებში ცვლილებები შეიტანა. ზიარების წესი შეცვალა საქართველოს კათოლიკე ეკლესიამაც.
საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა მრევლი ზიარების შემდგომ სასმელს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მიიღებს.

გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება
სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
რას (არ) აკეთებენ რელიგიური კონფესიები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის
საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]
'ყველას კარზე აკაკუნებს კორონავირუსი' – ამერიკაში ქართული ეპარქია წირვას მრევლის გარეშე აღავლენს