FM97.5 / LIVE

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 10.04.2020
მარნეულის და ბოლნისის შემდეგ, სრული საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა ლენტეხშიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
„ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღესდღეობით არის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ლენტეხის შესასვლელს და გამოსასვლელს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები. დაწყებულია მოქალაქეების თერმოსკრინინგიც.

„ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და შესაბამისად არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი შემთხვევაა გამოვლენილი. პირველი შემთხვევა მუნიციპალიტეტში რვა აპრილს დაფიქსირდა, ვირუსი 53 წლის კაცს დაუდგინდა, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა. დღეს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტში ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

23 მარტიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს მარნეულსა და ბოლნისშიც. პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ვერ დადგინდა მარნეულში მცხოვრები 62 წლის ქალის დაინიფირების წყარო, ამიტომ გახდა მკაცრი ზომების მიღება საჭირო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას გულისხობს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი – გახარიას განმარტება
პრემიერი: მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალტეტები გადადიან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე
COVID 19  - როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში
‘შეიძლება ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მივიღოთ’– გახარია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალქალაქში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირების წყარო უცნობია
ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია