FM97.5 / LIVE
რეჟისორი ვახტანგ ბერიძე  მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

მთავარი 27.11.2013
მესხეთის თეატრში ხულოდან მოწვეული რეჟისორი ვახტანგ ბერიძე, რომელიც თეატრის სცენაზე დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დგამს სპექტაკლს - "დოდოს მოლოდინში", მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ლია სულუაშვილსა და შემოქმედებით კოლექტივს მადლობას უხდის.

რეჟისორი ვახტანგ ბერიძე  მესხეთის თეატრს მადლობას უხდის
"მინდა ჩემი უდიდესი მადლიერება გამოვხატო ქალბატონ ლია სულუაშვილისადმი. დედასავით თბილმა ქალბატონმა მომცა საშუალება ემოციურ და ტკივილით გაჯერებულ თემაზე - ემიგრანტი ქალები, მემუშავა საინტერესო და შინაარსიან ადამიანებთან..... მადლიერება მინდა გამოვხატო თითოეული მსახიობის მიმართ, რომლებმაც უდიდესი ნდომითა და ინტელექტით იმუშავეს ჩემთან ერთად - (ლია სულუაშვილი, ჯუნა თუმანიშვილი, ქეთი შუბითიძე, გალინა ხვიჩია, ვაჟა ნიკოლაშვილი, მანუჩარ გოგოლაური, ლაშა ბუტულაშვილი, რამაზ ბოლქვაძე,(რომელიც მოწვეულია ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრიდან, ეს პრეცედენტი ამთეატრისათვის უცხო არ არის აქ როგორც რეჟისორებს ის მსახიობებსაც აძლევენ საშუალებას რომ იმოღვაწონ...რაც უდაოდ ქალბატონ ლია სულუაშვილის დამსახურებაა) ვარლამ წიკლაური.) მადლობა და ბოდიში თუ კი რამე გაწყენინეთ...

უდიდესი მადლობა მხატვარებს ლელა ფერაძე და ნანა ყურანაშვილს საინტერესო და აქტუალური სცენოგრაფისა და კოსტუმებისათვის...

ძალიან დიდი მადლობა მწერალსა და კომპოზიტორ ნინო გუგეშაშვილს, რომელმაც ამ სპეკტაკლისთვის შთამბეჭდავი მუსიკა სპეციალურად დაწერა...

მადლობა მართალ, ნიჭიერ და პატრიოტ დათო ტურაშვილს ესოდენ საინტერესო და აქტუალური პიესისთვის... მადლობა მესხეთის თეატრის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ძალებს არ იშურებენ, რომ საუკეთესოდ გაკეთდეს ყველაფერი...

მინდა ჩემი ნამუშევარი მთელ შემოქმედებით გუნდთან ერთად მივუძღვნა სამშობლოდან შორს მყოფ დედებსა და დებს, ყველა ემიგრანტს, რომლებიც ქვეყანს აპურებენ საკუთარი ტკივილის, უსამართლობის, ნოსტალგიისა და ფიზიკური დეგრადაციის ხარჯზე... მე თქვენ მიყვარხართ და მონატრებული სამშობლოდან გამხნევებთ... ვისურვებდი, სამშობლოს მონატრების ტკივილით არცერთ ქართველს არ ეცხოვროს.

დიდი სიყვარულით ვახტანგ ბერიძე", - წერს ვახტანგ ბერიძე ფეისბუქის გვერდზე.

რეჟისორი ვახტანგ ბერიძე  მესხეთის თეატრს მადლობას უხდისვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრში ხულოდან მოწვეული რეჟისორია. მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე იგი დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დგამს სპექტაკლს - "დოდოს მოლოდინში". რეჟისორი ამბობს, რომ პიესა თანამედროვე რეალობას ასახავს.

"ეს პიესა ეხება ემიგრანტ ქალებს და აქ დარჩენილ მათ ოჯახის წევრებს (კაცებს), რომლებმაც ფუნქცია დაკარგეს და ცოლების ფულების მოლოდინით ცხოვრობენ. ქალს ქალობა წავართვით და კაცები უსუსურები გავხდით", - ამბობს ვახტანგ ბერიძე.

ამ ეტაპზე თეატრში რეპეტიციები მიმდინარეობს. სპექტაკლის პრემიერა 28 და 29 ნოემბერს, 19:00 საატზე გაიმართება.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში დღეს პრემიერაა
'გადაგდებული პორტრეტი' – პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრის მსახიობები ბათუმში სპექტაკლს გამართავენ
მესხეთის თეატრში საშემოდგომო სეზონისთვის ემზადებიან
მესხეთის თეატრში სეზონის პირველი პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება
თეატრის საერთაშორისო დღე მესხეთის თეატრმა სპექტაკლით აღნიშნა