FM97.5 / LIVE

როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 10.10.2020
სამი ძმა კობა, მამუკა და ლადო სილაგაძეები ახალდაბაში ცხოვრობენ. კობა და მამუკა ტყეს სამცხე–ჯავახეთში იცავენ, ლადო კი ქვემო ქართლში. პროფესიულ დღესაც ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, ამიტომ სამი ძმიდან ჩვენთან შეხვედრა მხოლოდ ორმა შეძლო. რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს საამაყო პროფესიაზე თავად გვიყვებიან.

როცა ბუნების   გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

კობას, ლადოს და მამუკა სილაგაძეების დღე, როგორც ყველა მეტყევის, დილით ადრე, 06:00 საათზე იწყება და ხშირ შემთხვევაში, გვიან ღამე სრულდება. კობა და მამუკა სამცხე–ჯავხეთში მუშაობენ, ლადო კი შიდა ქართლში.

კობა სილაგაძე უფროსი მეტყევეა. ამბობს, რომ ბუნების სიყვარულის გარეშე მუშაობა გაუჭირდებოდა. 2019 წელს მას „ბორჯომის გმირის“ სტატუსი მიენიჭა.

„ტყის უნდა გესმოდეს, უნდა გიყვარდეს, არ უნდა გეზარებოდეს ტყეში სიარული და ყოველდღიურად უნდა გქონდეს ბუნებასთან კავშირი. ტყე ძალიან ფაქიზი, ცოცხალი ორგანიზმია. ასე, რომ ვთქვათ ტყესთან ღრმა ჩარევა და უდიერად მოქცევა არ შეიძლება, რადგან ეს არის ადმიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო რესურსი“, – ამბობს კობა.

მისი თქმით, მეტყევესთვის, ყველაზე რთული პერიოდი ზაფხულია, კობა იმ მძიმე დღეებს იხსნებს, როცა ბორჯომში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

„ტყის და მეტყევის, ყველაზე დიდი მტერი ხანძარია. ზაფხულის ცხელი დღეები ყველაზე რთული სეზონია ჩვენთვის. ეს ყველაზე ცუდი მოვლენაა როგორც ქვეყნისთვის, ასევე მეტყევესთვის და ტყისთვის. ასეთი ხანძრების გამოცდლება სამწუხაროდ 2008 და 2017 წლებში გვქონდა. დღე და ღამე ვერ ვიძინებდით, ვიყავით ტყეში, გაგვყავდა გზები, ბრძოლაში ვიყავით ხანძართან. ყველაზე რთული ისაა, როცა უყურებ როგორ ნადგურდება ბუნება და ვერაფერს შველი“.

ხანძრებთან ერთად ებრძვიან ბრაკონიერებსაც, ამბობს, რომ დაუღალავმა და რთულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და უკანონო ჭრები შემცირდა: „ბევრი სამსახური ებრძვის უკანონო ჭრას, რის გამოც შემცირდა დარღვევები, ალბათ ყველაზე დიდი შედეგი იქნება, როდესაც საზოგადოება გაიგებს ტყის ფასს და მასთან მოპყრობას ისწავლის“.



ბევრი სირთულეების მიუხედავად, თავის პროფესია უყვარს და ამაყობს, რომ მეტყევეა.

„მე ძალიან მიყვარს ეს სამსახური და არ ვნანობ, რომ ავირჩიე ეს პროფესია. ახალგაზრდებსაც იგივეს ვურჩევ, რადგან ეს არის ქვეყნისთვის ძალიან დასაფასებელი და ვაჟკაცური სამსახური, რაც დრო გავა საზოგადოება უფრო დააფასებს ამ პროფესიას“.

მეტყევეს დღეს იგი განსაკუთრებულად ამაყი და ბედნიერია: „გვეამაყება ჩვენი გაკეთებული საქმეები, გვეამაყება, რომ ვართ მეტყევეები, გვილოცავს ხალხი, ზოგჯერ ჩემთვის სრულიად უცნობებიც და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, უფრო მეტად ვემსახუროთ ბუნებას“.

ძმების მსგავსად, მამუკაც მეტყევეა, ამბობს, რომ ოჯახის ტრადიციას არ უღალატა და ისიც ბუნების დარაჯი გახდა. იგი ბაკურიანში სატყეო სამსახურში მუშაობს. მისი თქმით, ახლა ყველაზე დატვირთული პერიოდია, სატყეო უბნის მოვლა–პატრონობასთან ერთად, მოსახლეობას ზამთრისთვის შეშის მომარაგებაშიც უნდა დაეხმაროს.

მისი ოცნება გადამწვარი ტყის ფართობების სრული აღდგენაა: „ალბათ ყველა მეტყევეს ოცნებაა აღდგეს გადამწვარი ტყე, ამას კი დიდი შრომა და რამდენიმე წელი სჭირდება. ამიტომ ვთხოვ ყველას გაუფრთხილდეს ბუნებას, ის რაც გვაქვს, რა სიმდიდრესაც ვფლობთ, ბევრისთვის მხოლოდ ოცნებაა“.

ძმების მსგავსად, პროფესიულ დღეს სამსახურში შეხვდა, მოივლის უბნებს და კიდევ ერთხელ შეამოწმებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ხომ სიმშვიდეა. „ტყესთან ახლო კონტაქტი უნდა გქონდეს, უნდა გრძნობდე რა უჭირს, მავნებელი შეესია, ხანძარია თუ ბრაკონიერი შემოიპარა, ტყის უნდა გესმოდეს, სხვაგვარად აქ მუშაობა რთული იქნება“.



საქართველოს ტერიტორიის 40 %-მდე ტყითაა დაფარული. საქართველოს ტყეების სახეობრივი შემადგენლობა მრავალფეროვანია. ველურად იზრდება 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და 56 ოჯახში. მათ შორის, ხეები - 153 სახეობა; ბუჩქები - 202 სახეობა; ნახევარბუჩქები - 29 სახეობა; ლიანები - 11 სახეობა.

21 მარტს ტყის საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 1971 წლიდან აღინიშნება. იგი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გამეჩხერებული ტერიტორიების შევსება-აღდგენას ისახავს მიზნად.

ასევე ნახეთ:


როცა ბუნების   გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

[ნუკა სტეფნაძე, შაკო ალავიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა
ტყეში გატარებული ნახევარი საუკუნე – სამცხე–ჯავახეთის ტყის მცველები [Video]
რეგიონის მთავარ მეტყევეს ‘ბორჯომის გმირი 2019’ – ის  სტატუსი მიენიჭა
21 მარტს საქართველოში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა
‘არასდროს ვინანებ რომ პროფესიად რეინჯერობა ავირჩიე’ – ბუნების მცველი ბორჯომიდან [ვიდეო]
ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე  იჩეხება
ბორჯომში აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ტყის აღდგენა მიმდინარეობს