FM97.5 / LIVE

ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

მთავარი 08.04.2014
შპს „ადითს“, რომელიც ასპინძის საავადმყოფოს 2 წელიწადზე მეტხანს ფლობდა, ექიმებმა სასამართლო დავა მოუგეს. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს და დავა სხვა ინსტანციაში აღარ გაგრძელდება, "ადითი" მედპერსონალს ხუთი თვის სახელფასო დავალიანებას აუნაზღაურებს, რაც 90.000 ლარამდეა.

ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

შპს "ადითი" ასპინძის საავადმყოფოს 2011 წლის მარტიდან 2013 წლის სექტემბრამდე ფლობდა. მას მერე, რაც ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ადითს" საავადმყოფოები ჩამოერთვა,სამედიცინო ცენტრს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ განკარგავს.

"ადითი" ასპინძიდან ისე გავიდა, მედპერსონალის სახელფასო დავალიანება არ დაუფარავს. ამიტომ, ექიმებმა სასამართლოს მიმართეს და პროცესი მოიგეს.

სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის მანანა ცინაძის განმარტებით, „ადითს“ მედპერსონალისთვის 90.000-ლარამდე დავალიანება აქვს გადასახდელი.

ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგესმოსარჩელე მხარის ადვოკატი, ოთარ გოგოლაძე ამბობს, რომ მათი საჩივარი დაკმაყოფილებულია და ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან: „თუ არ გასაჩივრდა, აღსრულებისთვის ვიბრძოლებთ“.

მისივე თქმით, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, თავისი ინიციატივით ლევან სამხარაულის სახელობის საბუღალტრო-საფინანსო ექსპერტიზაც დანიშნა. თუმცა, იმის გამო, რომ მოპასუხე მხარემ საჭირო დოკუმენტები არ წარუდგინა, გაკეთდა აქტი ექსპერტიზის გაცემის შეუძლებლობის შესახებ.

„ადითმა“ სამედიცინო საქმიანობისთვის ლიცენზია 2011 წლის მაისიდან მიიღო. კომპანიის ბენეფიციართა 90% სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით მოსარგებლე მოსახლეობა იყო. „ადითში“ განმარტავენ, რომ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების საფასური სადაზღვევო კომპანიებს უნდა დაეფარათ. 2012 წლის ბოლოდან კი სადაზღვევოების უმრავლესობამ თანხების ანაზღაურება შეაჩერა, რამაც კომპანიას საფრთხე შეუქმნა. დღეის მდგომარეობით, „ადითის“ დავალიანება, 1,5 მლნ ლარს აღემატება.

„კომპანია „ადითი“ რამოდენიმე თვის განმავლობაში იხდიდა სახელფასო დავალიანებას საინვესტიციო თანხებიდან. მაგრამ, სადაზღვევო კომპანიების დავალიანების გადახდის საკითხის დაურეგულირებლობის გამო, კომპანიის მუშაობა საბოლოოდ შეჩერდა, ისევე როგორც საინვესტიციო შეთანხმება. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს რამდენიმე სასამართლო დავა და ამ დავების ფარგლებში დადგინდება სახელფასო დავალიანების ოდენობა და დარეგულირდება დაფარვის საკითხი“, - ამბობენ კომპანიაში და ამატებენ, რომ სახელფასო დავალიანების ოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია,- „სახელმწიფო ექსპერტიზამაც ვერ დაადგინა სახელფასო დავალიანების ოდენობა, ვინაიდან ეს შეუძლებელია კომპანია „ადითის“ მიმართ სადაზრვევო კომპანიების დავალიანების დადგენის გარეშე“.

გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას „ადითი“, ამ ეტაპზე უცნობია. თუ დავა სხვა ინსტანციებში აღარ გაგრძელდება, საავადმყოფოს თანამშრომლები უკვე თანხების მიღებისთვის დაიწყებენ ბრძოლას.

ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგესამ ეტაპზე, კი ასპინძის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვითარებით კმაყოფილი არიან.

„სისტემატურად გვაქვს ანაზღაურება, რეგულარულად გვამარაგებენ მედიკამენტებით“, - ამბობს მანანა ცინაძე.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საავადმყოფო სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა
ასპინძის საავადმყოფოს პრობლემებს სამთავრობო კომისია სწავლობს
რეგიონებში წყლის დავალიანება გაუნახევრდებათ
რაზე შეთანხმდნენ ბათუმი–ახალციხის გზაზე გაფიცული მუშები და კომპანია
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
აბონენტებს წყლის დავალიანება უნახევრდებათ

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს