FM97.5 / LIVE

COVID-19 - მეზობელი ქვეყნები და საქართველო

მთავარისიახლე, კორონავირუსი 21.04.2020
24 საათში რუსეთში კორონავირუსის 5 642 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თურქეთში ინფიცირებული 90 ათას ადამიანზე მეტია. 1 400 – ს გადააჭარბა ამ რიცხვმა სომხეთსა და აზერბაიჯანში.

COVID-19 - მეზობელი ქვეყნები და საქართველო

კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს სომხეთში, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 401 შეადგინა, საიდანაც გამოჯანმრთელებულად 609 ითვლება. ქვეყანაში ვირუსით 24 ადამიანია გარდაცვლილი.

ორი დღეა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა აზერბაიჯანში, სადაც 1 436 ინფიცირებულიდან 791 უკვე გამოჯანმრთელდა. COVID-19-ს აქ 19 სიცოცხლე ემსხვერპლა.

19 აპრილის შემდეგ ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა (5 642) დაფიქსირდა დღეს რუსეთში. 456 გარდაცვალებიდან 51 ბოლო 24 საათში დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსი 3 873–მა ადამიანმა დაამარცხა. ინფიცირებული რუსეთში სულ 52 763 ადამიანია.

თურქეთში გასულ 24 საათში ვირუსით 123 ადამიანი გარდაიცვალა, 4 674 კი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში Covid-19-ის 90 980 დადასტურებული, 2 140 გარდაცვალების და 13 434 გამოჯანმრთელების შემთხვევაა.

6 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული დღეს საქართველოში, ყველაზე მეტი – 42 ახალი შემთხვევა კი 16 აპრილს გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 95 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილია, 309 ადამიანი კი COVID-19 –ს ჯერ კიდევ ებრძვის.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტიდან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რასაც 31 მარტს საყოველთაო კარანტინი და ე.წ კომენდანტის საათი დაემატა. იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება, ხოლო 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დაუშვებელია გადაადგილება. ასვე, 17 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდა . 21 აპრილამდე სრულად აიკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დახურულ სივრცეებში კი პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

გაგრძელდება თუ არა აღნიშნული აკრძალვები ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Covid-19: თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია
Covid-19 -საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
რუსეთში ერთ დღეში COVID-19-ის 10 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
COVID-19: მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებში
24 საათში  მსოფლიოში კორონავირუსის 86 496 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Covid-19 საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
COVID-19: რა ხდება მეზობელ ქვეყნებში