FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში სავაჭრო ობიექტები დროებით იხურება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.03.2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციით, სამცხე–ჯავახეთში აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა ობიექტი იხურება.

სამცხე-ჯავახეთში სავაჭრო ობიექტები დროებით იხურება

შეზღუდვა ხვალიდან, 20 მარტიდან ამოქმედდება.

„ჩვენთანაც კომერციულ ობიექტებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაცია დროებით შეაჩერონ საქმიანობა. აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები და კვების ობიექტები, რომლებმაც ე.წ გატანის სერვისი აამოქმედეს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ“, - გვითხრეს ახალციხის მერიაში.

სავაჭრო ობიექტების დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს ადიგენშიც.

„გავაფრთხილეთ, დოებით იხურებიან. მუშაობას განაგრძობენ სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები და ბენზინგასამართი სადგურები“,- გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ.

იგივე სიტუაციაა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

„ჩვენთან იხურება ტექნიკის მაღაზიები და სილამაზის სალონები“, - გვითხრეს ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიებში.

სილამაზის სალონების დროებით დახურვის შესახებ რეკომენდაცია ყველგან გაიცა.

„დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ პირველ აპრილამდე უნდა შევაჩეროთ მუშაობა“,- განაცხადეს ახალციხის ერთ-ერთ სალონში.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ერთი პირი, შუახნის კაცი გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა. 19 მარტის მდგომარეობით, დაკეტილია საგანმანათლებლო დაწესებულებები, დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელი სავაჭრო ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას
პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა
სწავლა 21 აპრილამდე გადაიდო
ასპინძაში საბავშვო ბაღი დროებით იხურება [Video]
ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა
ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები დისტანციურად იმუშავებენ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა