FM97.5 / LIVE

მუსლიმურმა თემმა ლოცვის წესებში ცვლილებები შეიტანა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 18.03.2020
საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ლოცვის წესებს ცვლის. გადაწყვეტილების მიხედვით, ვიდრე ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაა, მლოცველს შეუძლია თავი შეიკავოს მეჩეთებში პარასკევისა და სხვა ლოცვების ჯამაათით შესრულებისგან.

მუსლიმურმა თემმა ლოცვის წესებში ცვლილებები შეიტანა

ლოცვის წესებში ცვლილებები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისში შეკრებილმა მუნიციპალიტეტების მუფთებმა და თეოლოგებმა ერთობლივად მიიღეს.

სხდომაზე მიღებული რეკომენდაციების დაცვა ევალებათ, როგორც მლოცველებს, ასევე იმამებს. რეკომენდაციები ასეთია:

- დაიცვან სამლოცველოებში ჰიგიენის წესები და პერიოდულად ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები;

- ლოცვის წინ და ლოცვის შემდეგ, მხოლოდ სიტყვიერი მისალმებით შემოიფარგლონ, არ ჩამოართვან ხელი და არ გადაეხვიონ ერთმანეთს, ნუ გამოიყენებენ საერთო სარგებლობის კრიალოსანს და ლოცვის დასრულების შემდეგ, არ ჩამოისვან ხელები სახეზე;

- რეკომენდირებულია იქონიონ საკუთარი სალოცავი ხალიჩა;

- ხანდაზმულებმა, ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა და მათ, ვისაც რესპირატორული დაავადებების სიმპტომები აღენიშნებათ, არავითარ შემთხვევაში არ მივიდნენ მეჩეთებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში;

- მიუხედავად იმისა, რომ ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაათით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ შემთხვევაში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს პარასკევის ლოცვის ვალდებულება არ ეკისრება. ასევე ადამიანის ქონებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს და სახელმწიფოს ოფიციალური უწყებების მხრიდან არ უნდა იყოს რაიმე სახის შეზღუდვა.
ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი პირობის შესაბამისად:

- მაღალი საფრთხის მქონე ადგილებში არსებულ მეჩეთებში შესრულდეს მხოლოდ ლოცვის სავალდებულო ნაწილი (ფარძი და ხუტბა), ხოლო ნებაყოფლობითი ნაწილი (სუნნეთი ლოცვები) შესრულდეს სახლებში, დროებით შეჩერდეს ქადაგება, რომელიც პარასკევის ლოცვის დროის დადგომამდე სრულდება, რითაც შემცირდება მეჩეთებში მლოცველთა ხანგრძლივი დროით გაჩერება;

- ვირუსის გავრცელების მასშტაბებისა და რისკების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ცენტრალურ და ხალხმრავალ მეჩეთებში, გარკვეული პერიოდით, ვიდრე არ გაივლის ეპიდემიის გავრცელების საშიშროება, მლოცველს შეუძლია თავი შეიკავოს პარასკევისა და სხვა ლოცვების ჯამაათით შესრულებისგან მეჩეთებში. ამ შემთხვევაში, პარასკევის ლოცვის ნაცვლად პიროვნება ინდივიდუალურად შეასრულებს შუადღის ლოცვას საკუთარ სახლში.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, იზიარებენ ადიგენში მცხოვრები მუსლიმები. ჭელის მეჩეთის იმამის, ჯამბულ აბულაძის თქმით, არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც მორწმუნეებს შეუძლიათ მეჩეთებში ლოცვისგან თავი შეიკავონ: „გაჩნდა ასეთი საკითხი ვირუსთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ახლა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიბრძოლოთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების შესრულებას. მე მოვუწოდე, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავით და ნუ შევიკრიბებით ჯგუფურად ადამიანები ლოცვისთვის, მანამდე ვიდრე არ გადაივლის საშიშროება. ავიღე მეჩეთიდან კრიალოსნები და ვურჩიე, რომ საკუთარი ატარონ, ხელი არ ჩამოვართვათ, არ გადავეხვიოთ. ვიყოთ დისტანციურად“.

მისივე თქმით, თუკი დადგება ამისი საჭიროება, ის, როგორც იმამი მზადაა პარასკევის ლოცვაც შეაჩეროს მეჩეთში: „თუ საჭიროებამ მოითხოვა და ჯანდაცვის სამინისტრო წამოწევს საშიშროების დონეს, რა თქმა უნდა, შეიძლება პარასკევის ლოცვებიც სულ შვაჩეროთ, მანამ სანამ საშიშრეობა არ გადაივლის, იმიტომ, რომ ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ჯამბულ აბულაძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, ინიფიცირებული პაციენტებიდან ერთი სრულად გამოჯანმრთელდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეჩეთებში პარასკევის  ლოცვები აღარ აღევლინება
მეჩეთებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგა
წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო
რას (არ) აკეთებენ რელიგიური კონფესიები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე დღეს  მუსლიმები განცხადებას გაავრცელებენ
ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]