FM97.5 / LIVE

ვინ გააკონტროლებს სამცხე–ჯავახეთში ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვის შესრულებას

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.03.2020
საქართვლოს მთავრობის დადგენილებით, 23 მარტიდან იკრძალება ქორწილების, ქელეხებისა და ისეთი სოციალური შეკრებების გამართვა, სადაც დახურულ სივრცეში 10 ადამიანზე მეტი იყრის თავს. სამცხე-ჯავახეთში ამ დადგენილების აღსრულებას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, მათ შორის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი პოლიცია გააკონტროლებენ.

ვინ გააკონტროლებს სამცხე–ჯავახეთში ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვის შესრულებას

„როგორც იცით ყველა სარიტუალო დარბაზი, რესტორანი დაკეტილია, სადაც შესაძლებელია ქორწილების და ქელეხების გადახდა, რაც მკაცრად კონტროლდება. მუნიციპალიტეტის თანამშრომლების, მათშორის მერის წარმომადგენლების და პოლიციის საშუალებით კონტროლდება, რომ სახლის პირობებშიც არ მოხდეს 10 კაცზე მეტი პირის შეკრება, დარღვევის შემთხვევაში დაეკისრებათ შეესაბამისი სანქცია,“ – უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ.

მისი თქმით, ამ დროისთვის მსგავსი ტიპის დარღვევა რეგიონის მასშტაბით არ გამოვლენილა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გასატარებელი ღონისძიებები საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტით დამტკიცდა.

„იკრძალება ისეთი სიციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10–ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხები, ქორწილები და სხვა მსგავსი ღონისძიებებია),“– აღნიშნულია მთავრობის მიერ დადგენილ კანონპორექტში.

აიკრძალა ასევე კულტურული ასევე სპორტული ღონისძიებები.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში, ახალი კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, უკვე გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი, 3320 ადამიანი კარანტინშია მოთავსებული, 235 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. დღეს, 23 მარტს, კარანტინის ზონებად გამოცხადდა და ჩაიკეტა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

10 სექტემბრიდან ქორწილებისა და ქელეხების გამართვა იკრძალება
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია
სად არ უნდა შეიკრიბოს 10 კაცზე მეტი - მთავრობის დადგენილება

29 მარტის  მონაცემებით კორონავირუსს 199 ქვეყანა ებრძვის
407 672 ინიფირებული მსოფლიოში – 24 მარტის სტატისტიკა
ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო
‘შეიძლება პიკი არც არასდროს მივიღოთ’ – თამარ გაბუნია კორონავირუსის შემთხვევებზე