FM97.5 / LIVE

ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

მთავარი 24.12.2013
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით ბორჯომში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბერს გაიმართება.

ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საახალწლო ღონისძიებების გამართვა ახალ წლამდე ერთი დღით ადრე გადაწყვიტა.

„31-ში ყველას თავის ოჯახში უნდა ფუსფუსი, ამიტომ პასიურია მაყურებელიც და მთლიანად საზოგადოებაც. ხელი რომ არ შევუშალოთ ეროვნული ტრადიციების განვითარებას, ჯობია ერთი დღით უკან გადმოვინაცვლოთ“, - ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მარინა გელაშვილი.

თუმცა მანამდე, 29 დეკემბერს, 12 საათზე ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში სახელოვნებო სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა ნამუშევრების საახალწლო გამოფენა გაიხსნება.

30 დეკემბერს, 12:00 საათზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბალანთასა და ტაბაწყურში მცხოვრები 40 ბავშვისთვის ბორჯომის თოჯინების თეატრში საახალწლო წარმოდგენა გაიმართება. მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის ჩამოიყვანს.

„ბალანთა-ტაბაწყურისა და ბორჯომში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის ბორჯომის სასპორტო სკოლაში მხიარული სტარტები გაიმართება. მათ საჩუქრად გადაეცემათ ჩოგბურთის მაგიდები, თითო-თითო, ბალანთასა და ტაბაწყურის საკრებულოებს. რვა თვის განმავლობაში ისინი მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს და გასართობი და თავშესაქცევი ექნებათ. ასევე მოგეხსენებათ, რომ ბორჯომში ექვსი კორპუსია, სადაც დევნილები ცხოვრობენ და თითო-თითო ჩოგბურთის მაგიდას მათ გადავცემთ“, - განმარტავს მარინა გელაშვილი.

პარალელურად, 13:00 საათზე ბორჯომში სანტაკლაუსები გამოჩნდებიან, რომლებიც ქუჩებში ეტლით იმოძრავებენ, მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და 30 დეკემბრის საღამოს დაგეგმილ ღონისძიებას აუწყებენ.

მხიარული სტარტების შემდეგ ბავშვები კოსტავას მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც მათ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის აღსაზრდელები შუერთდებიან და სადღესასწაულო მსვლელობისთვის მოემზადებიან. 17:45 საათზე კი რუსთაველის მოედნამდე საახალწლო მსვლელობა მოეწყობა.

18:00 საათზე ქალაქის ცენტრში, ძველი გამგეობის შენობის წინ საახალწლო კონცერტი დაიწყება, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად თბილისიდან მოწვეული მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. ძველ გამგეობასთანვეა ორი ბუნებრივი ნაძვის ხეც, რომელიც 2001 წლიდან ტრადიციულად, ყოველი ახალი წლისთვის ირთვება.

„საახალწლო კონცერტზე ასევე დაჯილდოვდებიან კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკები, საბავშვო ბაღების პედაგოგები და რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ენთუზიაზმით ქალაქისთვის რაღაც სასიკეთო გააკეთეს. კონცერტი ფეიერვერკით დამსრულდება. დღის ბოლოს კი საზეიმო ვახშამი გაიმართება“, - ამბობს მარინა გელაშვილი.

აღნიშნული ღონისძიებების მოსამზადებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა ორი პროექტი მოამზადა. პროექტი „ტოლერანტობა და თანასწორობა“ 29-30 დეკემბერის ღონისძიებებს ითვალისწინებს, სადაც მონაწილეობას ბალანთა-ტაბაწყურისა და ბორჯომის დევნილი ბავშვები მიიღებენ. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 300 ლარი გამოიყო. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საახალწლო ღონისძიებებს, ამისთვის 15 700 ლარია გათვალისწინებული.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში საახალწლო სამზადისი დაიწყო
ახალციხეში საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება
რა გელოდებათ 31 დეკემბერს ბორჯომში
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
30 აგვისტოს ბორჯომში 'ბორჯომქალაქობას' იზეიმებენ
სამცხე-ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 145 748 ლარი იხარჯება
ბორჯომის გამგეობა 187 მოქალაქეს საახალწლო საჩუქარს გადასცემს