FM97.5 / LIVE

პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

მთავარისიახლე, განათლება 24.10.2020
კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში, საქართველოს განათლების სამინისტროსა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით, 19-22 ოქტომბერს ახალციხის ქართულ, ქართულ-რუსულ და სომხურ სკოლებში მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე „ევროპული ასოცირების პროცესები საქართველოში.“

პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

ახალციხეში გამართულ ტრენინგებს უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები ეკატერინე ქარდავა, ზურაბ ბრაგვაძე და გურანდა ჭელიძე.

ტრენინგის მიზანად ისახავდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებულ რეგიონებში. კერძოდ, სწავლების, კომუნიკაციისა და ინფორმირების საშუალებით მსმენელების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური სივრცის შეთანხმებისა (AA/DCFTA) და სწორი საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ.

ტრენინგები მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეთნიკურ უმცირესობაში ქართული ენის ცოდნას გაღმავებასა და მოსწავლეთა მოტივაციის გაძლიერებას გააუმჯობესონ საკომუნიკაციო უნარები სახელმწიფო ენაზე.

ტრენინგებზე გამოკვეთილი მსმენელთა დიდი ინტერესი საქართველოში ევროპული ასოცირების პროცესებთან მიმართებაში, გაზრდის ევროინტეგრაციისა და ასოცირების თემატიკის განხილვას სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის სწავლების პროცესში. ამისათვის კი მასწავლებლებს ძალიან მალე მიეცემათ შესაძლებლობა გამოიყენონ ამავე პროექტის ფარგლებში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის დამხმარე რესურსის სახით მომზადებული სახელმძღვანელო, რომელიც მალე იხილავს დღის სინათლეს ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.

ტრენინგები დასრულდა და ახლა ჯერი ჩვენს მოსწავლეებზეა. მათ ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ჟან მონეს ამავე პროექტში გამოცხადებულ ესეების კონკურსში სახელწოდებით „მე დავინახე ევროპა საქართველოში“. პროექტის ექსპერტების თქმით, მოსწავლეები ქართულ ენაზე, წერილობითი ფორმით წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს AA/DCFTA–ს მნიშვნელობის შესახებ საქართველოს განვითარებაში და მათ პირად ცხოვრებაში, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს ისინი ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს
როგორ მუშაობს ასოცირების შეთანხმება ხელმოწერიდან ხუთი წლის შემდეგ
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
ევროკავშირი და საქართველო – სასწავლო შეხვედრა ახალციხეში
რაზე ისაუბრა დავით ბაქრაძემ ბერლინში, საქართველო–გერმანიის ფორუმზე
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს აცნობენ
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება [R]