FM97.5 / LIVE
გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” მეცხრე წელიწადს, ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალი კი პირველ წელიწადს აცილებს"> შობა-ახალ წელს გილოცავთ!

შობა-ახალ წელს გილოცავთ!

მთავარისაზოგადოება 01.01.2013
ძვირფასო მკითხველებო! თქვენთან ერთად გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” მეცხრე წელიწადს, ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალი კი პირველ წელიწადს აცილებს

შობა-ახალ წელს გილოცავთ!
წელიწადს, რომელიც ემოციურად საკმაოდ მძიმე და დატვირთული იყო! ემოციურად მძიმე და დატვირთული გამოდიოდა გაზეთის ნომრებიც, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვცდილობდით მსუბუქი თემებისთვისაც დაგვეთმო ადგილი.

2004 წლიდან მოყოლებული “სამხრეთის კარიბჭე” ცდილობს ყველა ამბავი თქვენამდე ოპერატიულად და ობიექტურად მოიტანოს. ეს ამბები ხან მძიმეა, ხან სევდიანი, ხან ოპტიმისტური და იმედისმომცემი. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა.

”სამხრეთის კარიბჭე” თქვენთვის და თქვენთან ერთად ადევნებდა თვალს ხელოვნურ ტბაზე გასართობი კომპლექსის მშენებლობას. რეაბილიტაციის დაწყებიდან დღემდე გიყვებოდათ ამბებს ახალციხის ციხეზე. გასული წლის ნოემბრიდან დღემდე ინტერესდებოდა ბაზრისა და მოვაჭრეების პრობლემებით. ასპარეზზე გამოჩენიდან დღემდე თვალს ადევნებდა და თქვენამდე მოჰქონდა პოლიტიკური ძალების საქმიანობა! აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ წელს ალბათ, ბოლო წლებს შორის, ყველაზე მძიმე პოლიტიკური წელიწადი იყო: მკვლელობით, დაკითხვებით, დაკავებებით, დაძაბულობებითა და დაპირისპირებებით სავსე! ამ ამბებსაც, მიუხედავად მათი სიმძიმისა, გაზეთის ფურცლებიდან სისტემატურად გიამბობდით.

”სამხრეთის კარიბჭე” ცდილობდა ესაუბრა ისეთ მძიმე და ტაბუდადებულ თემებზე, როგორიცაა ოჯახური ძალადობა.

”სამხრეთის კარიბჭეს” არც ეკოლოგიური პრობლემები დავიწყებია! არც ჰესების დაწყებული და შეჩერებული მშენებლობები და ამ მშენებლობებით მოსალოდნელი საფრთხეები.

”სამხრეთის კარიბჭე” თქვენთვის და თქვენთან ერთად ადევნებდა თვალს გაფიცვებს არაერთ დაწესებულებაში და გაფიცულ პერსონალთან ერთად ცდილობდა ხმა მიეწვდინა კომპეტენტური უწყებისთვის.

”სამხრეთის კარიბჭე” იყო პირველი ვინც ხმამაღლა დაიწყო საუბარი ახალციხის საავადმყოფოში მიმდინარე მოვლენებზე. პირველი მივიდა მედ-პერსონალთან, როცა ერთ დღეს ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურის გარეშე დატოვეს და მათთან ერთად ცდილობდა ყველა დაინტერესებულ პირამდე მიეტანა მათი პრობლემა. გათავისუფლებული მედ-პერსონალის ბრძოლაც საკუთარი უფლებების დასაცავად გამონაკლისი და იმედის მომცემი შემთხვევა იყო წელს სამცხე-ჯავახეთის ბოლო წლების ცხოვრებაში.

”სამხრეთის კარიბჭეს” ყურადღების მიღმა არც განათლების ამბები დარჩენია. ჩვენ პირველებმა შევიტყვეთ ახალციხისა და ახალქალაქის უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაციის შესახებ. და, 3 ოქტომბრიდან დღემდე სისტემატურად ვიკვლევდით უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს.

”სამხრეთის კარიბჭეს” ფურცლებზე დაარღვიეს დუმილი პირველად იმ ადამიანებმა, რომლებსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ჩუმად, გულით დაჰქონდათ უსამართლობის და დაუცველობის განცდა. წელს, ესეც პირველი პრეცენდენტი იყო.

”სამხრეთის კარიბჭე” თვალს ადევნებდა ცვლილებებს ადგილობრივ ხელისუფლებაში, ძალოვან უწყებებში. გიყვებოდათ ამბებს ახალდანიშნულ თანამდებობის პირებზე

”სამხრეთის კარიბჭე” თქვენთვის, ჩვენი მკითხველებისთვის ცდილობდა და ასე გააგრძელებს მომავალი წლიდანაც!

წელს, მაისიდან, ”სამხრეთის კარიბჭეს” ბაზაზე საინფორმაციო სააგენტო Sknews.ge ამუშავდა. ამით ვეცადეთ არც უმნიშვნელო ამბები გამოგვრჩენოდა და მეტად ოპერატიულები ვყოფილიყავით!

სექტემბრიდან, ”სამხრეთის კარიბჭეს” ოთხი გვერდი დაემატა. ამით ვეცადეთ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ამბები მოგვეთხრო!

ნოემბრიდან, ”სამხრეთის კარიბჭე” გაფერადდა!
გეგმები კიდევ ბევრი გვაქვს! ახალი იდეების სტიმულს ყოველთვის თქვენ, ჩვენი მკითხველები გვაძლევთ! და, მადლობა ამისთვის თქვენ!

მადლობა თქვენ, ჩვენს მკითხველებს, მადლობა რომ თქვენ არსებობთ!
მადლობა, რომ გვენდობით!
მადლობა, რომ გველოდებით!
მადლობა, რომ გვკითხულობთ, გვაქებთ და გვაკრიტიკებთ!
მადლობა, რომ ყოველ ორშაბათს გვაძლევთ სტიმულს, ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და მომდევნო ორშაბათისთვის მოვემზადოთ!


შობა-ახალ წელს გილოცავთ!

მშვიდობის, სიკეთის, სიყვარულის, სათნოების, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს დამდეგი წელი ჩვენი ქვეყნისათვის!

ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ყველა ოჯახისათვის!

გილოცავთ 2013 წელს და ვიმედოვნებთ, ბედნიერი წელიწადი გვექნება!


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სამხრეთის კარიბჭემ' ათი წლის იუბილე იზეიმა
‘სამხრეთის კარიბჭე’ რადიომაუწყებლობისთვის ემზადება
‘სამხრეთის კარიბჭე’ აცხადებს სტაჟირებას ჟურნალისტებისთვის
‘სამხრეთის კარიბჭე’ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ჟურნალისტებისთვის

'სამხრეთის კარიბჭე' ახალ მისამართზე გადავიდა
‘სამხრეთის კარიბჭემ’ საცდელი რადიომაუწყებლობა დაიწყო