FM97.5 / LIVE

უმაღლესი სასწავლებელი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა იყოს

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.11.2012
რა სტატუსითა და რა პროგრამებით უნდა გაგრძელდეს ყოფილი ახალქალაქის კოლეჯის ფუნქციონირება, რომ საგანმანათლებლო კერამ დანიშნულება არ დაკარგოს

უმაღლესი სასწავლებელი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება  არ უნდა იყოს
ახალქალაქის კოლეჯი

მოულოდნელი გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ


2012 წლის 1 ნოემბრიდან ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯი გაერთიანდა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.

რეორგანიზაციის საფუძველი საქართველოს მთავრობის 416-ე დადგენილება გახდა. დადგენილება 2012 წლის 3 ოქტომბერსაა მიღებული და მას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი აწერს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ რეორგანიზაცია უკვე დაწყებულია, არც ახალციხის უნივერსიტეტისა და არც ახალქალაქის კოლეჯის ადმინისტრაციას ამის შესახებ ოფიციალური წერილი არ მიუღიათ.

”აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი გაზეთიდან შევიტყვე, ჩვენთან არანაირი შეთანხმება არ ყოფილა”, - ამბობს უკვე ყოფილი ახალციხის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი

იგივეს აცხადებს ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯის ყოფილი რექტორი როინ ყავრელიშვილიც, რომელმაც რეორგანიზაციის შესახებ მეგობრებისგან გაიგო: ”მე ვფიქრობ, რომ ოფიციალურად უნდა გავეფრთხილებინეთ ასეთი გადაწყვეტილების შესახებ. ჯერ არავითარი ოფიციალური წერილი არ მიგვიღია. უბრალოდ, დავდექით ფაქტის წინაშე”.

სასწავლებლის პრეისტორია და მიზანი


თსუ ჯავახეთის ფილიალი, რომლის უფლებამონაცვლეა ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯი, 2002 წელს დაარსდა. დირექტორად მაშინდელი მესხეთის ფილიალის დირექტორი მერაბ ბერიძე დაინიშნა. როინ ყავრელიშვილი, რომელიც მაშინ დირექტორის მოადგილე იყო, ფიქრობს, რომ თსუ-ს ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ნაბიჯი იყო: ”რა თქმა უნდა, ეს იყო დიდი ნაბიჯი ინტეგრაციისკენ”.

ჯავახეთის ფილიალი ახალქალაქში არსებული პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა. პედაგოგების ჯგუფი ყოველდღე მაშინდელი მესხეთის ფილიალიდან, მერაბ ბერიძის ავტომანქანა ”უაზით” დადიოდა. სასწავლებელში იყო მძიმე პირობები, არ იყო დენი, საპირფარეშოები და თანამედროვე ინვენტარი.

ფილიალიდან კოლეჯამდე - პირველი ნათურა, რომელიც გადარჩენას ნიშნავდა


2007 წელს, მას შემდეგ რაც თსუ-მ უარი თქვა ფილიალებზე, ჯავახეთის ფილიალი გაუქმდა. ყავრელიშვილის თქმით, ახალქალაქში უმაღლესი სასწავლებლის არსებობა აღარც იგეგმებოდა: ”შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალქალაქის მრვალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლი და ჯავახეთის ფილიალი გაერთიანდა“.

სწორედ იმ პერიოში გადაწყდა, რომ უმაღლეს სასწავლებელს იმ პირობების მიხედვით მინიჭებოდა სტატუსი, რა პირობებსაც აკმაყოფილებდა. ყოფილ ჯავახეთის ფილიალს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯის სტატუსი მიენიჭა.

”ხელახლა მოგვიხდა ახალი სასწავლებლის შექმნა. მაშინდელი პროფესიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დაგვეხმარა, რომ პროფესიულის მიმართულებით გაერემონტებინათ სასწავლო კოპრუსი და გამოგვეყვანა ელექტროენერგია. საშინელ ყინვებში ვმუშაობდით. 28 დეკემბერს ავანთეთ პირველი ნათურა, სახლემწიფო დენი იყო გამოსული და ეს იყო ჩვენი გადარჩენა”, - იხსნებს ყავრელიშვილი.

შემცირებული დაფინანსება და დაკარგული ადამიანური რესურსი


მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯში კიდევ ბევრი პრობლემა რჩებოდა მოსაგვარებელი. პირველ წელს სასწავლებელში 110 სტუდენტი ჩაირიცხა. ადმინისტრაცია ფიქრობდა, თუ ეს ტემპი გაგრძელდებოდა, სასწავლებელში ყველა პრობლემა მოგვარდებოდა. თუმცა, თანდათან, კოლეჯში სტუდენტების რაოდენობამაც იკლო და სახელმწიფო დაფინანსებამაც.

”ყოველ წელს გვაკლდებოდა ბიუჯეტიც და სტუდენტებიც. ამან გამოიწვია ხელფასების შემცირება, თანამშრომლებიც მიდიოდნენ და სხვას ვეღარ ვღებულობდით. თუმცა, ყველა ის პროგრამული მოთხვნა, რაც ეხებოდა სასწავლო პროცესს, ერთი წამითაც არ შეჩერებულა. ეს იყო ჩვენი კოლექტივის და პირადად ჩემი, არ მრცხვენია ამის თქმა, 24-საათიანი მუშაობის ხარჯზე”, - ამბობს ყავრელიშვილი.

ამ ეტაპზე ახალქალაქის კოლეჯს 45 მდე სტუდენტი ჰყავს. სტუდენტთა 90% ადგილობრივია. კოლეჯს აკრედიტაცია 2013 წლის 8 იანვრამდე აქვს.

რა ბედი ელის კოლეჯს


”დადგენილების თანახმად, ეს ორი სასწავლებელი თანაბარი უფლებებითაა გაერთიანებული. ეს ნიშნავს, რომ ეს დამოკიდებული იქნება შემდგომ მენეჯმენტზე, თუ როგორ განხორციელდება მომავლში ამ სასწავლებლების არსებობა”, - აცხადებს როინ ყავრელიშვილი.

მთავრობის 20 ოქტომბრის დადგენილებით, სამცხე-ჯავახეთის გაერთიანებული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილია დანიშნული.

მისი თქმით, ახალქალაქის სასწავლებელი ცალკე უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი მდგომარეობა შეიქმნება: ”გაუქმების საშიშროება ნამდვილად არის თუ არ მოხდა კოლეჯის ნაცვლად სასწავლო უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, რომლის პატრონაჟსაც აიღებს სახელმწიფო. არანაირი სურვილი ახალციხეს არ გააჩნია, რაგდან ეს იქნება ტვირთი იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსება არ იქნება სახელმწიფოსგან. მაგრამ, თუ სახელმწიფომ უნდა აიღოს მფარველობა, ნამდვილად გვირჩევნია ცალკ-ცალკე იყოს”.

იგივე მოსაზრება აქვს სასწავლებლის პირველ დირექტორს მერაბ ბერიძეს. იგი ფიქრობს, რომ მისი კოლეჯად გარდაქმნაც დაუშვებელი იყო: ”იმიტომ, რომ მას თავისი ფუნქცია ჰქონდა თვის დროზე, როგორც ფილიალს”.

უმაღლესი სასწავლებელი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა იყოს


როინ ყავრელიშვილი ამბობს, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა რომ იარსებოს, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული რა გაკეთდება იქ: ”უმაღლესი სასწავლებელი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა იყოს. ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება. უნდა იყოს სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები, დაფინანსება, ადამიანური რესურსი... და არა მხოლოდ პატრიოტულ ნოტაზე”.

გელაშვილის მსგავსად, ყავრელიშვილიც ამბობს, რომ ჯავახეთში სასწავლებელს უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი და სახელმწიფოს მფარველობა უნდა ჰქონდეს.

”თუ იქნება შესაძლებლობა და მექნება კონსულტაციები, ვეცდები იმ იდეაზე დავითანხმო სამინისტრო, რომ ჯავახეთში არსებობდეს უმაღლესი სასწავებელი, ოღონდ სასწავლო უნივერსიტეტის დონეზე. თუ ამ დონეზე იქნება და სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება, სასწავლებელი იარსებებს, იმუშავებს, მე ვიქნები რექტორი თუ მე არ ვიქნები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თორემ, უფულო და უპატრონო უმაღლესი სასწავლებლის არსებობას, ჯავახეთში აზრი არ აქვს. პირიქით, ეს არის სირცხვილი, - ამბობს იგი.

რატომ არ უნდა ერქვას სასწავლებელს კოლეჯი


როინ ყავრელიშვილიც, მერაბ ბერიძეც და თინა გელაშვილიც ფიქრობენ, რომ სასწავლებელს სტატუსმა და სახელწოდებამ - კოლეჯი, დიდი ზიანი მიაყენა.

უმაღლესი სასწავლებელი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება  არ უნდა იყოს
როინ ყავრელიშვილი

”სიტყვა კოლეჯი მოსახლეობას აფრთხობს. მათ არ იციან ეს რას ნიშნავს. სწორედ კოლეჯის სახელმა გააფუჭა საქმე. ახალქალაქში ბევრი კოლეჯია, მოსახლეობა ფიქრობს, რომ მნიშვნელობა არა აქვს სად ისწავლის, თუმცა სხვა კოლეჯებს უმაღლესის სტატუსი არა აქვს ”, - ამბობს ყავრელიშვილი.

[center]რა უნდა გაკეთდეს ჯავახეთის სასწავლებელში[/center]

იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაცია ძალაში დარჩა, ყავრელიშვილის თქმით, ახალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს რა შესთავაზოს მომხმარებელს: ”ხომ არ შევთავაზოთ ბილინგვური სწავლების პროგრამა არაქართველებისთვის? ორივე სასწავლებელი ჩართულია ტემპუსის პროგრამაში. მოვამზადოთ ამ მიმართულებით პედაგოგები (ტემპუსი - ბილინგვური სწავლება საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე)”.

ყავრელიშვილს ეთანხმება თინა გელაშვილიც: ”იქ უნდა გაკეთდეს განყოფილება ან ფილიალი შესაბამისი პროგრამებით. რაღაც მნიშვნელოვანი ფაკულტეტი უნდა ჩამოყალიბდეს მულტილინგვური მიმართულებებით. ასევე გაძლიერდეს პროფესიული პროგრამები”.

მერაბ ბერიძე კი ფიქრობს, რომ სტუდენტებს სასწავლებელმა აუცილებლად უნდა შესთავაზოს სომხურ-ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი: ”გარდა ამისა, უნივერსიტეტში კი არ უნდა იყოს ბილინგური სწავლება, იქ უნდა დამუშავდეს ეს პროგრამა, რომ სამომავლოდ, ბილინგვიზმი შევიდეს ახალქალაქის სკოლებშიც”.

სამი ფაქტორი გადარჩენისთვის


”სამ რამეს ვიტყვი, - ამბობს ყავრელიშვილი, - უნდა ერქვას სასწავლო უნივერსიტეტი; უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, რომ დაინახოს იქაურმა მაცხოვრებელმა, რომ სახელმწიფოა მისი პატრონი და მესამე, პედაგოგიური ნაწილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თორემ, მხოლოდ პატრიოტიზმზე კაცს რომ წაიყვან, მერე შეიძლება მარტო დარჩე”.

გარემო უმაღლესი სასწავლებელის არსებობისთვის


როინ ყავრელიშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო თუ ფიქრობს ჯავახეთში უმაღლესი სასწავლებელის შენარჩუნებას, პირველ რიგში ხელი უნდა შეუწყოს იქ გარემოს შექმნას.

მისი თქმით, სტუდენტი რომელიც ჯავახეთის უნივერსიტეტში, ან ახალი მენეჯმენტის შემდეგ ამ სასწავლებლის ჯავახეთის მიმართულებაზე ჩაირიცხება, სწავლის ქირისგან უნდა გათავისუფლდეს (სახელმწიფომ დააფინანსოს). მაგრამ, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება მობილობის წესით გადავიდეს სხვაგან: ”ოთხი წელი უნდა დარჩეს, რომ ქართველებმა გაიცნონ ჯავახეთი. ასევე, ჯავახეთში მცხოვრებმა ქართველებმა თუ არაქართველებმა გაიცნონ ერთმანეთი. მარტო მასწავლებლის ენით და წიგნით ქართულის სწავლება რთულია. ეს კარგად მოსაფიქრებელი და ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხია და ამის ხელაღებით გადაწყვეტა არ შეიძლება”.

სტუდენტების შეღავათებზე მერაბ ბერიძეც საუბრობს.

”სტუდენტებს, რომლებიც იქ ისწავლიან, აუცილებლად გარკვეული შეღავათები უნდა გაეწიოთ. უნდა შეიქმნას ისეთი მიმართულებები, რომლებიც სასწავლებლის ფუნქციას გააძლიერებს”, - ამბობს იგი.

თინა გელაშვილი კი სტუდენტური საცხოვრებლის არსებობის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

”შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ერთი რეგიონისთვის ორი უმაღლესი სასწავლებელს არსებობა დიდი ფუფუნებაა, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალქალაქზე ვსაუბრობთ”, - ამბობს როინ ყავრელიშვილი და აქვე ამატებს, რომ ჯავახეთს პირველ რიგში სწორი მიდგომა უნდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის კოლეჯი რეორგანიზაციის მოლოდინში
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
უნივერსიტეტი  სამინისტროს  დირექტივებს ელოდება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
ამოცანა პირველი - სტუნდენტების რაოდენობის გაზრდა

უნივერსიტეტის თანამშრომლები ხელფასს ვერ ღებულობენ