FM97.5 / LIVE

მაისის ბოლოს ტბაზე გასართობი კომპლექსი გაიხსნება

მთავარიეკონომიკა 15.05.2012
ხელოვნური ტბის აღდგენა-რეაბილიტაცია და გასართობი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება. პროექტის განხორციელებისთვის ორ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული

ხელოვნური ტბის აღდგენა-რეაბილიტაცია და გასართობი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება. პროექტის განხორციელებისთვის ორ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული

ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნური ტბის აღდგენა-რეაბილიტაცია გასული წლის აგვისტოში დაიწყო. დამშრალი ტბის გარშემო განათება უკვე დამონტაჟებულია, გაკეთებულია საფეხმავლო ბილიკი და ველო-ტრასაც.

ტბის ერთ მხარეს ამფითეატრი კეთდება, რომელიც დაახლოებით 400 კაცს დაიტევს, მათ შორის, 150 შენობის თავზე, ქოლგების ქვეშ მოთავსდება. შენობის პირდაპირ, ტბაში შეჭრილი სცენა უკვე მოეწყო. აქვეა დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობები შადრევნისთვის, რომელიც სცენის გვერდზე, ტბაში იქნება.

ამ ეტაპზე ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილიდან ტბამდე მისასვლელი 550 მეტრიანი სამანქანო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ტროტუარები და განათება გაკეთდება. აღნიშნული გზის მშენებლობისთვის დამატებით 364 ათასი ლარი გამოიყო და მისი მშენებლობაც მაისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

- “ეს თანხა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, მაგრამ იქ მითითებულია, რომ თანხა განკუთვნილია გზების რეაბილიტაციისთვის და არა ტბის პროექტისთვის. თუმცა, საერთო ჯამში ეს გზა ტბის კომპლექსს მოემსახურება”, - განმარტავს ახალციხის მინიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი გიქოშვილი და ამატებს, რომ ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე ახალი სკამები და ნაგვის ურნები დაიდგმება.

სცენის უკანა მხარეს, უკვე სრულდება კაფე-ბარის მშენებლობაც.

- “ორი კვირაა რაც ამ მშენებლობაზე ვმუშაობ და მხოლოდ კაფის გარე ფასადის შეღებვა მევალება. ალბათ ორ კვირაში გარედან დავასრულებთ და მხოლოდ შენობის შიგნიდან დარჩება რემონტი გასაკეთებელი”, - ამბობს კაფის მშენებლობაზე დასაქმებული ვარაზ შუშანიანი.

ხელოვნური ტბის აღდგენა-რეაბილიტაციის პირველადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მდინარე ფოცხოვიდან ტბამდე წყალი მიყვანილია, ასევე მოწყობილია წყლის დამცლელი და გადამღვრელი სისტემაც.

- “წყალი საცდელად უკვე გაუშვეს, გადამღვრელიც და დამცლელიც შემოწმდა, ყველაფერი გამართულად მუშაობს. ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა შადრევნის შეერთებები და კაფეების მშენებლობა. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, ტბაში წყალს გაუშვებენ, - ამბობს გიქოშვილი და ამატებს, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცულია და მდინარის ადიდების შემთხვევაში კომპლექსს საფრთხე არ ემუქრება, - მდინარის გვერდით ამაღლება ისეა გაკეთებული, რომ წყალი ტბამდე ვერ მივა. თუმცა, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის თანხა დამატებით მოვითხოვეთ. თუ საჭირო თანხა გამოინახა, პირველი საჯარო სკოლიდან ტბამდე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება”.

ამჟამად ტბის ერთ მხარეს საზოგადოებრივ საპირფარეშოებს აშენებენ. სამუშაოებს კომპანია “ლიკანი 2000” ასრულებს.

- “დაგეგმილია სამ განყოფილებიანი საპირფარეშოს გაკეთება, რომელიც განკუთვნილი იქნება მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. პროექტში გათვალისწინებულია ინვალიდის ეტლით გადასაადგილებლად ყველა საჭირო შესასვლელის გაკეთება”, - განმარტავს კომპანია “ლიკანი 2000”-ის ტბის რეაბილიტაციის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი გია რაზმაძე.

გარდა 1’776’600 ლარისა, რაც პროექტის განხორციელებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, ხელოვნური ტბის საბოლოო აღდგენა-რეაბილიტაციისთვის დამატებით 253 ათასი ლარი გამოიყო. გიორგი გიქოშვილის თქმით, პროექტის საბოლოო დასრულებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სამშენებლო ტრესტი #3” უზრუნველყოფს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ფეხბურთის მატჩები დიდ ეკრანზე
მერია ახალციხის ტბის რეაბილიტაციას იწყებს
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები აღარ მუშაობს
ტბა მხოლოდ ერთი სეზონისთვის
ზაფხულის ბოლოს, ახალციხის დამშრალ ტბაში წყალი შეუშვეს
ქვეწარმავლები ‘ახალციხის ტბაზე’ – რას აპირებს ტბის ადმინისტრაცია [Video]