FM97.5 / LIVE

დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა

მთავარიეკონომიკა 07.11.2012
ახალციხის ძველ ბაზარში, რომელიც დილიდან გაიხსნა, დღეს რვა მოვაჭრე იდგა. ისინი ამბობენ, რომ მართალია ბაზარში პირობები არ არის, მაგრამ ადგილმდებარეობა ხელსაყრელია და ეს კლიენტების რაოდენობაზეც აისახა

დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა
ძველ ბაზარში, ღია ცის ქვეშ, დღეს მხოლოდ ხილ-ბოსტნეულით დატვირთული მარშუტკები იდგა. ტერიტორია, სადაც ვაჭრობა შეიძლება მანქანის საბურავებითა და ბანანის ყუთებითაა გამოყოფილი. ტერიტორიას რამდენიმე მეპატრონე ჰყავს და ყველა მათგანს ადგილის სავაჭრო მიზნით გამოყენება აღარ სურს.

მუხედავად ამ პირობებისა, მოვაჭრეები ჩავლილი დღით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ საშუალოდ 50 ლარამდე ივაჭრეს. რვა მოვაჭრიდან ექვსი ქალაქის შემოსასვლელში მდებარე კომფორტული ”ალფა მარკეტიდან” ამოვიდა, ორი კი ის მოვაჭრეა, რომლებიც ბაზრის ადგილმდებარეობის შეცვლის შემდეგ სავაჭროდ ყოფილი ბაზრის გარეთ დადგნენ.

ხილ-ბოსტნეულზე მოვაჭრე მალხაზ თათოშვილი, რომელიც აქამდე კომბოსტოსა და ხილს ”ალფა მარკეტში” ყიდდა, ამბობს, რომ დღეს თითქმის მთელი მარშუტკა პროდუქტი გაყიდა: ”მართალია, პირობები ახლ ბაზარში უკეთესია, მაგრამ ვაჭრობა აქ ჯობია”.

კლიენტების რაოდენობით კმაყოფილია სიმონ ყულჯანიშვილიც, რომელიც, მას შემდეგ, რაც ბაზარი გაუქმდა, ბოსტნეულს ყოფილ ბაზართან სახელდახელოდ მოწყობილ სავაჭრო დახლზე ყიდდა.

მოვაჭრეები ერთხმად ამბობენ, რომ ამ ბაზრის უპპირატესობა მხოლოდ ადგილმდებაროებაა. პირობებით ახალი ბაზარი სჯობია. ქირა კი ორივე სავაჭრო ადგილას ერთი და იგივე, ერთ კვადრატულ მეტრზე ორი ლარია.

ყოფილ ბაზარს რამდენიმე მფლობელი ჰყავს. გარდა შპს ”ბაზრისა”, რომელსაც რვა მეწილე ჰყავს, ტერიტორიის ოთხი კვადრატული მეტრი ორ სხავადასხვა კერძო პიროვნებას ეკუთვნის. არცერთი მათგანი ტერიტორიის სავაჭროდ გადაქცევას აღარ აპირებს, ბაზრის სრული დატვირთვის ამუშავების შემთხვევაში კი ისინი მისასვლელი გზის გარეშე რჩებიან.

შპს ”ბაზრის” მოლარე რუსუდან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ კერძო პირებთან მოლაპარაკებები მიდის და პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდება. სავარაუდოდ, ამის შემდეგ დაიწყებს ყოფილი და დღეს უკვე ამოქმედებული ბაზრის ადმინისტრაცია იმაზე ფიქრს, რა გაკეთდეს ბაზარში.

”იყოს ორივე ბაზარი, ხალხი ბევრია, მოთხოვნა იქნება. ავიღებთ კრედიტებს და გავაკეთებთ აქ ბაზარს ნორმალურად. ამ ზამთარს ალბათ იქნება ასე და გაზაფხულზე გავაკეთებთ”, - ამბობს იგი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას
ძველი ბაზრის უპირატესობა და საფრთხეები
ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან
ახალციხის ბაზარს ახალი დირექტორი ჰყავს
მოვაჭრეები ამ ზამთარსაც სიცივეში გაატარებენ
ახალქალაქის ბაზარში ელემენტარული პირობები არ არის
ნინოწმინდაში აგრარული ბაზარი აშენდება