FM97.5 / LIVE

რვასაათიანი დაკითხვა 12 წლის წინ მომხდარის შესახებ

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 27.06.2012
ხანდაზმული საქმე, რომელიც კიდევ ერთხელ განახლდა. პოლიტიკური ზეწოლა თუ სისხლის სამართლის დანაშაული

რვასაათიანი დაკითხვა 12 წლის წინ მომხდარის შესახებ

კოალიცია “ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის წევრმა ნუგზარ (მერაბ) ზაქაიძემ ადვოკატთან ერთად ახალციხის რაიონული სამმრთველოს შენობა წუხელ ღამის ორ საათზე დატოვა. ახალციხის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ზვიად ზარიძე მას რვა საათის განმავლობაში ჰკითხავდა.

- ”გვითხრეს, რომ სხვებიც უნდა დაკითხონ, შემდეგ შეაჯერებენ ამ ყველაფერს და თუ ბრალდებულად სცნეს ზაქაიძე შეგვატყობინებენ თუ არადა საქმეს შეწყვეტენ”, - განუცხადა ”სამხრეთის კარიბჭეს” ზაქიაძის ადვოკატმა გიორგი ჯვარიძემ.

ჯვარიძემ დაკითხვიდან პირველად გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საქმე 2001 წელს მომხდარ შემთხვევას ეხებოდა. დაკითხვის შემდეგ კი გვითხრა, რომ ახალი გარემოებები გამოიკვეთა და რელურად, ზაქაიძე 2005 წელს აღძრულ სისხლის სამართის სამქესთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით იკითხებოდა.

- ”ზაქაიძეს ფქვილთან შეხება სულ ორჯერ ჰქონდა, პირველად 1998 წელს და მეორედ 2000 წელს. თავიდან გვეგონა, რომ ზაქაიძე 1998 წელს ფქვილის გაყიდვის ამბავთან დაკავშირებით იკითხებოდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ საქმე ეხებოდა 2000 წელში გაყიდული ფქვილის შემთხვევას” - გვიხსნის ჯვარიძე.

სწორედ 2000 წელში მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის სამქე 2005 წელს, მაგრამ ფაქტებისა და მტკიცებულებების არ არსებობის გამო შეწყვიტეს და მიმდინარე წელს ისევ განაახლეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლითაა აღძული.

ადვოკატის განმარტებით საქმე ხანდაზმულია, რადგან თუ დავუშვათ და დანაშაული მოხდა 2000 წელს, მოქმედი კანონმდებლობით დამნაშავე 2010 წლამდე უნდა დაესაჯათ. საქმის ხანდაზმულობა დანაშაულის ჩადენიდან ითვლება: ” ზაქაიძე დანმაშავეც რომ იყოს, რადგან საქმე ხანდაზმულია და აქამდე არ დასაჯეს, ახლა უნდა გაათავისუფლონ”.

ჯვარიძე აცხადებს, რომ ამ საქმის ხელახლა წამოწევა ზაქაიძის ”ქართულ ოცნებასთან” კავშირის გამო მოხდა: ”ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. იგივეს ფიქრობს თავად ზაქაიძეც”.

კოალიცია ”ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის ტარიელ ივანიშვილი განცხადებით ზეწოლა ზაქაიძეზე აქამდეც არა ერთხე განხორცილედა: ”პირველი იყო ის, რომ მისი მეუღლე სასწრაფო დახმარების სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამასთან, ზაქაიძეს მცირე ”გაზის ზაპრავკა” ჰქონდა, რის გამოც ორჯერ დააჯარიმეს, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მანქანა გზის სავალ ნაწილზე დგასო. მაშინ როცა, ეს მანქანა აქ 10 წელია ასე დგას”.

იმის გამო, რომ ზაქაიძე მოწმის სტატუსით იკითხება, ადვოკატს საქმის მასალებს არ აცნობენ.

ტარიელ ივანიშვილი კი აცხადებს, რომ განზრახულია ზაქაიძის დაკავება: ”თუ ნახავთ შემთხვევას, რომ იმავე სამმართველოში რვა საათის განამვლობაში ვინმეს ჰკითხავდნენ, მაშინ ვიტყვი რომ ვცდები”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რვასაათიანი დაკითხვა დასრულდა
სამ საათზე მეტია “ქართული ოცნების” აქტივისტი დაკითხვაზე იმყოფება
"ქართული ოცნების" წევრი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება
ზეწოლა ”ოცნების” აქტივისტებზე  წინასაარჩევნო პერიოდში
2019 წელს ახალციხის სასამართლომ სისხლის სამართლის 254 საქმე განიხილა
3 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
რით განსხვავდება გასული წლის და წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდები