FM97.5 / LIVE

‘სამხრეთის კარიბჭემ’ საცდელი რადიომაუწყებლობა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.06.2016
2016 წლის 22 ივნისიდან „სამხრეთის კარიბჭემ“ რადიომაუწყებლობა დაიწყო. მსმენელებს რადიოს მოსმენა FM 97.5-ზე შეუძლიათ. ამ ეტაპზე რადიოს საცდელ რეჟიმში მაუწყებლობს, ეთერში ძირითადად მუსიკა გადის.

‘სამხრეთის კარიბჭემ’ საცდელი რადიომაუწყებლობა დაიწყო

რადიო „სამხრეთის კარიბჭე“ ამავე სახელწოდების გაზეთისა და საინფორმაციო სააგნეტოს ბაზაზე დაარსდა. როგორც გამოცემის დირექტორი ლელა ინასარიძე ამბობს, რადიო საცდელ რეჟიმში რამდენიმე თვის განმავლობაში იმაუწყებლებს: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს კადრების გადამზადება და ასევე, ვემზადებით გადაცემებისთვის, როგორც საინფორმაციო, ასევე, შემეცნებითი, პოლიტიკური და ა.შ. ვფიქრობთ, რომ სექტემბრიდან ჩვენს ეთერში მხოლოდ მუსიკა აღარ იქნება“.

მისივე განმარტებით, რადიოს საინფორმაციო ბადე უკვე შემუშავებულია. რადიოს ექნება როგორც საზოგადოებრივ – პოლიტიკური, ასევე საინფორმაციო და გასართობი გადაცემები და იმაუწყებლებს 24 საათის განმავლობაში. გადაცემები იქნება როგორც ქართულ, ასევე სომხურ ენაზე. რადიოსთვის „სამხრეთის კარიბჭეს“ გუნდი იმუშავებს, თუმცა, დაგეგმილია კადრების დამატებაც.

1 ივლისიდან რადიო უკვე საინფორმაციო გამოშვებებს დაიწყებს. საინფორმაციო პროგრამა დღეში 4–ჯერ გავა: 10:00, 12:00, 16:00 და 18:00 საათზე.

გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ 2004 წელს, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა დააარსა. იმის გამო, რომ სამცხე–ჯავახეთი მულტიეთნიკური რეგიონია, გაზეთი ორენოვანია, ქართულ–სომხური. 2012 წლიდან გაზეთის ბაზაზე ამავე სახელწოდების საინფორმაციო სააგენტო დაარსდა, რომელიც მულტიმედია მასალებითაა დატვირთული.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სამხრეთის კარიბჭე’ რადიომაუწყებლობისთვის ემზადება
'სამხრეთის კარიბჭემ' ათი წლის იუბილე იზეიმა
რადიოს მსოფლიო დღე - 13 თებერვალი
რადიო 'სამხრეთის კარიბჭეს' საინფორმაციო გამოშვება – 23 ნოემბერი, 12:00 სთ [Audio]
რადიო 'სამხრეთის კარიბჭეს' საინფორმაციო გამოშვება – 5 დეკემბერი, 18:00 სთ [Audio]
რადიო 'სამხრეთის კარიბჭეს' საინფორმაციო გამოშვება – 29 ნოემბერი, 12:00 სთ [Audio]
რადიო 'სამხრეთის კარიბჭეს' საინფორმაციო გამოშვება – 5 დეკემბერი, 12:00 სთ [Audio]