FM97.5 / LIVE

ახალციხის საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს [Video]

მთავარი 30.11.2012
„უნიმედი სამცხე“ დღეს ყოფილი პოლიკლინიკის 14 თანამშრომელს დაატოვებინეს.

ახალციხის საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს [Video]
საავადმყოფოს ახალმა ფლობელმა „ჩემი ოჯახის კლინიკა“, რომელიც „ალდაგი ბი სი აის“ შვილობილი კომპანიაა, 11 მედდა , 2 თერაპიული და 2 პედიატრიული განყოფილების ექიმი სამსახურიდან გაუშვა. ჯერ მედდებს ხელფასი 22 ლარი გაუხადა, შემდეგ კი სამსახურიდან გათავისულფების შესახებაც აცნობა.

- „მენეჯერთან გავაპროტესტეთ ხელფასის რაოდენობა და სწორედ ამ დროს მოვიდა ელექტრონული ფოსტით ბრძანება ჩვენი გათავისუფლების შესახებ“, - ამბობს ნაზი პანიატოვსკი.

ახალციხის საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს [Video]
მედდა მარინა ადანაია.

მედპერსონალი აცხადებს, რომ ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე დარჩა.

„პირველადი პრევენციაო იძახიან და დატოვეს ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე. ვინ მოემსახურება 0-დან 5 წლამდე ბავშვებს?! 60 წლის ზემოთ ხალხს?! ამდენი წელი თუ საჭირო ვიყავით ეხლა აღარ ვართ საჭირო?!“ - კითხულობს მედდა მარინა ადანაია, რომელიც ბავშვთა განყოფილებაში 30 წელი მუშაობდა.

მედ-პერსონალი ფიქრობს, რომ ასეთ ფონს ყოფილი ხელისუფლება ამჟამინდელ მმარვებლობას შეგნებულად უქმნის, რადგან ცდილობს ახალ ხელისუფლებას მეტი უკმაყოფილო ადამიანი გაუჩინოს. თუმცა მედდები ამბობენს, რომ აქ დღევანდელი მმართველობა არაფერ შუაშია, რადგან „ალდაგი ბი სი აი“, ახალციხეში შემოსვლას აგვისტოდან გეგმავდა. ეს კი არჩევნებმადე იმიტომ არ განახორციელეს, რომ ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნოდ განაწყენებული ადამიანების რიცხვი დააკლეს.

საავადმყოფოს ახალ მფლობელობაში გადასვლის შემდეგ ჯერ მხოლოდ ყოფილი პოლიკლინიკის თანამშრომლები გაათავისუფლეს. დარჩენილ ექიმებს კი ხელფასები მნიშვნელოვნად შეუმცირეს.

"უნიმედი სამცხეს" ახალციხის სამდიცინო ცენტრის მენეჯერი დავით მაისურაძე განმარტავს, რომ დღეს ის ექიმები გაათავისუფლეს, რომლებიც სოფლის ექიმის მოვალეობას ასრულებდნენ. ასევე, გათავისუფლდა ათი უბნის ექიტანიც, რადგან აღარ არსებობს პროგრამა, რომელიც 0-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვებისა და 60 წელს ზემოთ ხალხის მომსახურებას ითვალიწინებდა: "აღნიშნული პროგრამა აღარ არსებობს, მოხდა მათი დაზღვევა. სადაზღვევო კომპანიას დადებული აქვს "ჩვენი ოჯახის კლინიკასთან" ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, "ჩემი ოჯახის კლინიკა", რომელიც ფლობს და ოპენირებს აღნიშნული დაწესებულებით, ემსახურება ამ ბენეფიციარებს".

მედ-პერსონალის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ვრცელ მასალას „სამხრეთის კარიბჭე“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე
გათავისუფლებული ექიმები ჩივილს აპირებენ
ადიგენში ”ქართული ოცნების” აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს
არაფრისმთქმელი პასუხები წერილებზე
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
დაზღვევის ანაბარად მიტოვებული პაციენტები
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს