FM97.5 / LIVE

”მტკვარიჰესი” ინვესტორებს ეძებს

მთავარიეკონომიკა 30.10.2012
”მტკვარიჰესის” მშენებლობა ერთი წლით ჩერდება. რატომ შეფერხდა პრეზიდენტის მიერ ”საუკუნის მშენებლობად” შეფასებული პროექტის განხორციელება

”მტკვარიჰესი” ინვესტორებს ეძებს
მტკვარიჰესის მშენებლობის გაგრძელებას არჩევნებამდე ელოდნენ, თუმცა ამ დრომდე სამშენებლო ტერიტორია დაცლილია. აქ მორიგეობით მხოლოდ დაცვის თანამშრომლები და ელექტრიკოსები მოდიან. მათი თქმით, მეექვსე თვეა მშენებლობა შეჩერდა.

”ამბობდნენ არჩევნებამდე განახლდება მშენებლობაო, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს”, - ამბობენ ისინი.

იმას, რომ მშენებლობის გაგრძელებას არჩევნებმადე ელოდნენ დამკვეთის, ”მტკვარიჰესის” შვილობილი სამშენებლო კომპანია caucasus hidro construction-ის დირექტორმა მერაბ დავითაიამაც დაგვიდასტურა: ”იყო ლაპარაკი, რომ არჩევნებმადე გაგრძელდებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. რამდენადაც ვიცი, დამკვეთმა ეგ სადგური სხვა ინვესტორს უნდა გადასცეს”.

დავითაიას თქმით, მშენებლობა მიმდინარე წლის პირველ აპრილს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეჩერდა: ”ზუსტად ვერ გეტყვით გაჩერების მიზეზს, ალბათ ფინანსური პრობლემების გამო. მაგრამ ეს პრობლემები რატომ გაჩნდა, ნამდვილად არ ვიცი”.

ჰესის მშენებლობის გაჩერების მიზეზი არა, მაგრამ ის, რომ დამკვეთი ახალ ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებას სადგურის გაყიდვის თაობაზე, დავათაიამ ნამდვილად იცის: ”ბევრი ინვესტორი ჩამოდის და ათვალიერებს ნაგებობას”.

”მტკვარიჰესის” დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი ამბობს, რომ ინვესტორები მტკვარი ჰესიდან გადიან. ამდენად, პრეოქტის განხორციელება რომ გაგრძელდეს, ახალი ინვესტორების მოძიებაა საჭირო: ”ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ბევრ ინვესტორთან, როცა ეს პროცესი დასრულდება, მათ შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ გავამჟღავნებთ. ბევრი საკითხია დასაზუსტებელი, რადგან არავინ ჩადებს ფულს საქმეში მანამდე, სანამ ზუსტად არ გაერკვევა რა კეთდება და როგორ”.

’’მტკვარიჰესისა” და მშენებლობის ხარისიხის შესამოწმებალად აქ გერმანელი და თურქი ინჟინრები, ასევე ექსპერტები, ხშირად დადიან. მოლაპარაკება სწორედ მათ მიერ მომზადებული დასკვნის შემდეგ დასრულდება.

”ელექტროსადგური პომიდორი არ არის, რომ შეხედო, ფერზე მოგეწონოს და იყიდო. მის შესწავლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, - აცხადებს აბდუშელიშვილი და ამატებს, რომ ჰესის მშენებლობა ფაქტობრივად ივნისში შეწყდა - ფინანსური პრობლემა იყო მიზეზი, რის გამოც ინვესტორები გავიდნენ. მათ ვეღარ შეძლეს ფულის მოზიდვა ფინანსური კრიზისის გამო. ფული რაც ჰქონდათ, დაიხარჯა და დამატებითი რესურსი ვერ მოიძიეს. თუმცა, მშენებლობა შუა პროცესში არ შეგვიჩერებია, გარკვეული ფაზა დავასრულეთ”.

სამშენებლო ობიექტზე მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია და მშენებლობის განახლების შემთხვევაში მშენებლებს ინფრასტრუქტურა მზად დახვდებათ.

”დაწყებულია გვირაბის გათხრა, 10 კილომეტრიდან გაყვანილია 500 მეტრი, თუმცა, ჯერ დაბეტონებული არ არის. გათხრილი და დაბეტონებულია გამთანაბრებელი რეზერვუარი; დამუშავებულია საექსპლუატაციო წყალგმყოფი ქვაბული; მომზადებულია სამშენებლო ზღუდარები; შეძენილია ახალი გვირაბგამყვანი კომბაინი; დამონტაჟებულია მოსაპირკეთებლად გვირაბის ყალიბები”, - გვიხსნის დავითაია.

აბდუშელიშვილი ამბობს, რომ ახალი მშნებლობისთვის საკმაოდ დიდი რესურსია საჭირო: ”50 მილიონი დოლარი მაინც უნდა იყოს, რომ კონტრაქტები დაიდოს”.

მთავრობის დამტკიცებამდე ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მცირე და საშუალო ჰესების პროექტი, რომელთა მშენებლობაც დაწყებულია, აუცილებლად გაგრძელდება, ხოლო დიდი ჰესების საკითხი გარემოს დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით გადაწყდება.

მტკვარჰესი, 38 მეგავატიანი იქნება, ამდენად ის დიდი ჰესების სიაში გადის.

ასოციაცია ”მწვანე ლატერნატივაში” აცხადებენ, რომ ამ პროექტთან მიმართებაში გარემოსდაცვის თვალსაზრისით, სხვა ჰესებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებ პრობლემას ხედავენ. ასოციაციაში ყურადღებას განსაკუთრებით, სოფელ რუსთავში სასმელი წყლის შეწყვეტის საფრთხეზე აკეთებენ.

”როცა ვამბობთ, ”არა დიდ ჰესებს!”, ეს იმას კი არ ნიშნავას რომ ჰესები არ გვინდა, არამედ იმას ვამბობთ, რომ ჯერ დაითვალოს, გამოიკვლიოს საკითხი და მერე ვნახოთ გვინდა თუ არ გვინდა ამა თუ იმ ჰესის აშენება”, - გვითხრა ”მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელმა დათო ჭიპაშვილმა.

მისი თქმით, მანამდე სანამ ჰესების მშენებლობაზე დაიწყება საუბარი, აუცილებელია ქვეყანას ჰქოდეს ახალი ენერგო პოლიტიკა, რაც დაეფუძნება ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმას. რომელიც თავის მხრივ მიღებული იქნება ფართო საზოგადოებრივი განხილვის შედეგად: ”სწორედ ამის საფუძველზე უნდა განისაზღვროს რიგი გასატარებელი ღონისძიებები და არა იმის მიხედვით, ახლა ძველი ჰესი გვინდა თუ ახალი. ქვეყანაში მშენებარე ჰესების შემთხვევაში საქართველო ხელშესახებ სარგებელს ვერ მიიღებს გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით”.

”მტკვარიჰესის” მშენებლობა 2009 წლის ნოემბერში დაიწყო და 2014 წელს უნდა დასრულდეს. თუმცა, შესაძლოა პროექტის ჩაბარება განსაზღვრულ ვადებში ვერ მოეწროს. აბდუშელიშვილის თქმით, სავარაუდოდ, ინვესტორებთან მოლაპარაკებები იანვრამდე დასრულდება, შემდეგ ტენდერებსა და რიგ პროცედურებს დასჭირდება დრო.თუმცა რაც არ უნდა იყოს, გაზაფხულმდე მშენებლობას მაინც ვერ განაახლებენ, სეზონი არაა და ამიტომ. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორებთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და პროექტის განხორციელება გაგრძელდება, აბდუშელიშვილი ამბობს, რომ მუშაობა საგანგებო რეჟიმში მოუწევთ.

”მტკვარიჰესი” ინვესტორებს ეძებს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორწლიანი ძებნის შემდეგ 'მტკვარიჰესისთვის' ინვესტორები მოიძიეს

ორი წლიანი ჩავარდნის შემდეგ, ‘მტკვარიჰესის’ მშენებლობა განახლდება
რა საფრთხეებს შეიცავს სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა
ივანიშვილი: ”ხათუნა როცა  გამოდის, გაჩერება უნდა ყველაფრის, მეორე მხრიდან კალაძე ბობოქრობს”
‘ახალქალქში 2 ჰესი აშენდება’ - სამშენებლო პროექტები ჰესების სანაცვლოდ
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა