FM97.5 / LIVE

მუშების პროტესტის შედეგი – 19 მათგანს სამსახურიც დაატოვებინეს და ღამისგასათევიც [Photo]

მთავარისაზოგადოება 02.12.2015
ვალეში, სამხრეთ–კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის სამუშაოებზე დასაქმებულებიდან 19 თანამშრომელი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი სასტუმროდან, რომელიც კომპანიას მათი ღამისგასათევად ჰქონდა დაქირავებული, პოლიციის ძალით გაასახლეს.

იხილეთ გასალების ამსახველი ფოტომასალა:

მუშების პროტესტის შედეგი – 19 მათგანს სამსახურიც დაატოვებინეს და ღამისგასათევიც [Photo]

მუშების პროტესტის შედეგი – 19 მათგანს სამსახურიც დაატოვებინეს და ღამისგასათევიც [Photo]

მუშების პროტესტის შედეგი – 19 მათგანს სამსახურიც დაატოვებინეს და ღამისგასათევიც [Photo]

მუშების პროტესტის შედეგი – 19 მათგანს სამსახურიც დაატოვებინეს და ღამისგასათევიც [Photo]

მუშების პროტესტის შედეგი – 19 მათგანს სამსახურიც დაატოვებინეს და ღამისგასათევიც [Photo]

ქრონიკა – როგორ ვითარდებოდა მოვლენები ვალეში


შეგახსენებთ, ვალეში, იქ სადაც, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია დღეს, 2 დეკემბერს, დილიდან დაიწყო. მუშებმა პროტესტის ნიშნად სამუშაოები არ შეასრულეს და გადაკეტეს ადმინისტრაციის ოფისამდე მისასვლელი გზა. მუშების მოთხოოვნაა გაუზარდონ შემცირებული საათები, რის გამოც მათი ხელფასი 600–დან 400 ლარამდე შემცირდა, დაუმატონ ანაზღაურება შაბათ–კვირას მუშაობისთვის, ან ამ დღეებში დაასვენონ და გააუმჯობესონ მათი კვებითი მენიუ.

აქციის დროს მუშებს განუცხადეს, რომ თბილისიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან გადმოყვანილი 30 თანამშრომელი სამსახურიდანაა გაშვებული. თუმცა, მოგვიანებით რამდენიმე მათგანს უთხრეს, რომ სამსახურში აღადგინეს.

აქციის მონაწილეები შუამდგომლობას სთხოვდნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, თუმცა, აქცია ისე დასრულდა, რომ გუბერნიიდან მათთან არავინ მივიდა.

ხელისუფლებიდან აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ორგანოში, ელიოზ ბარბლიშვილი მივიდა.

„ჩავაყენებთ საქმის კურსში ადგილობრივ თვითმმართველობას, სავარაუდოდ, შევხვდებით კომპანიის ხელმძღვანელობასაც“, – განაცხადა ბარბლიშვილმა.

მუშებთან მივიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილიც. დეპუტატი გაფიცულებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება გათავისუფლებულებს სამართლებრივი დავის წამოწყებაში.

აქციის მონაწილეებს კოცონი ჰქონდათ დანთებული, შიმშილის მოსაკლავად, ახლომდებაზე ნაკვეთიდან კარტოფილი ამოყარეს და შეწვეს.

აქციის მონაწილეებმა გააკეტეს გზა და არ გაატარეს მანქანა, რომელსაც ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი საჭმელი ჰქონდა. მანქანა ჯერ უკან გაბრუნდა, მოგვაინებით ისევ მივიდა და გაწევ–გამოწევისა და მსჯელობის შემდეგ, შეუშვეს. როგორც გაფიცულები ამბობენ, მათ უთხრეს, "რომ თუ მანქანას არ შეუშვებდნენ, მთელი სამხარეო სამმართველო ავიდოდა".

საპროტესტო აქცია დაახლოებით 15:00 საათზე დასრულდა. აქციის მონაწილეები იმ პირობით დაიშალნენ, რომ ხვალ ისევ შეიკრიბებიან.

მოგვიანებით, საღამოს საათებში, სასტუმრო "თეთრ სახლში" რომელიც კომპანიას აქვს დაქირავებული, დაცვის პოლიციის თანამშრომლები შეიკრიბნენ. მათ გათავისუფლებულებს სასტუმროს დატოვება მოსთხოვეს.

"სად წავიდეთ, არც ფული გვაქვს და არც ღამისგასათევი", – ამბობდნენ გათავისუფლებულები, თუმცა, უშედეგოდ. დაახლოებით 20:00 საატზე 19–მა გათავისუფლებულმა სასტუმროში დაკავებული ოთახები დაცალა და მიკროავტობუსით გარადაბანში გაემგზავრა.

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში მუშების საპროტესტო აქცია დასრულდა
ვალეში გათავისუფლებული 30 მუშიდან 7 სამსახურში დააბრუნეს
ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალეში გაფიცული მუშები მოლაპარაკებას დათანხმდნენ
ვალედან გათავისუფლებული მუშები გარდაბანში ბრუნდებიან
ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]
ვალეში გაფიცულებიდან 19 მუშა სამსახურიდანაც გაუშვეს და სასტუმროდანაც