FM97.5 / LIVE

ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]

მთავარისაზოგადოება, შემთხვევა 02.12.2015
ვალეში, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე დასაქმებულ მუშებთან, რომლებიც დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა.

ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]

ამ წუთებში ვაჟა ჩიტაშვილი გაფიცულ მუშებს ხვდება და მათ მოთხოვნებს ისმენს.

„მათ აქვთ მშვიდობიანი აქციის გამართვის უფლება კანონის ფარგლებში. გათავისუფლებულ 30 ადამიანს დავეხმარებით, რომ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ“, – ამბობს ვაჟა ჩიტაშვილი.

ვაჟა ჩიტაშვილი მუშებს დაჰპირდა, რომ შეეცდება მათ ხელმძღვანელობას შეხვდეს: "30 ადამიანის გათავისუფლება აზრის გამოხატვის გამო, უკანონობაა. შაბათ–კვირას თუ ამუშავებენ, ეკუთვნით დანამატები. მე მხარს ვუჭერ და სოლიდარობას ვუცხადებ. დღეს არ ეხალისებათ აქ დგომა".

„აქ ვაპირებთ გათენებას. საბურავებს დავანთებთ, ვითხოვთ კარავის დადგმის უფლება მოგვცენ. ნუ ჩაერევიან სახელმწიფო სტრუქტურები. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია“, – აცხადებენ გაფიცულები.

ვაჟა ჩიტაშვილთან ერთად გაფიცულებთან იმყოფება გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ორგანოში ელიოზ ბარბლიშვილი:„ჩავაყენებთ საქმის კურსში ადგილობრივ თვითმმართველობას, სავარაუდოდ, შევხვდებით კომპანიის ხელმძღვანელობასაც“.

აქცაზე მივიდა საპარტულო პოლიციის ერთი ეკიპაჟიც. ასევე, რაიონული პოლიციის უფროსი. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ წესრიგის დასაცავად მივიდნენ.

შეგახსენებთ, დღეს დილის 09:00 საათიდან, ვალეში 200-მდე მუშაა გაფიცული. ისინი სამუშაო პირობებს, კვებასა და ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე მათ მოთხოვნებს არ მოისმენენ და პასუხს არ გასცემენ, აქციას არ შეწყვეტენ.

მეტიც, გაფიცულები ვალეს საბაჟოსკენ მიმავალი გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ახლა მათ ადმინისტრაციის ოფისამდე მისასვლელი გზა აქვთ გადაკეტილი. არ გაატარეს ერთ-ერთი უფროსის მანქანაც. მუშების ინფორმაციით, გაფიცულებიდან 30 ადამიანი მშენებელმა კომპანიამ სამსახურიდან გაუშვა.

გაფიცულებმა გასათბობად ცეცხლი დაანთეს და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]

ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]

ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]

ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]

ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]

[ვარლამ წილაური, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაფიცულებმა გასათბობად ცეცხლი დაანთეს, დაშლას არ აპირებენ [Photo]
ვალეში გაფიცულებმა ხელმძღვანელობის ოფისამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს
ვალეში გაფიცული მუშები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ
ვალეში გაფიცულები ამბობენ, რომ 30 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს
ვალეში გაფიცულებმა უფროსი არ გაატარეს გზაზე [Photo]
ვალეში გაფიცულები საკვების მანქანას უფროსებამდე არ უშვებენ
ვალეში გაფიცულებმა საკვების მანქანა უფროსებამდე შეუშვეს