FM97.5 / LIVE

ვალეში გაფიცულებმა უფროსი არ გაატარეს გზაზე [Photo]

მთავარიფოტოამბავი, შემთხვევა 02.12.2015
ვალეში, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე დასაქმებულმა მუშებმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დილიდან მუშაობა შეწყვიტეს და გზა გადაკეტეს, ერთ-ერთი უფროსის ავტომანქანა ოფისამდე არ მიუშვეს.

ვალეში გაფიცულებმა უფროსი არ გაატარეს გზაზე [Photo]

შეგახსენებთ, დღეს დილის 09:00 საათიდან, ვალეში, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე დასაქმებული 200-მდე მუშაა გაფიცული.

აქციის მონაწილეები სამუშაო პირობებს, კვებასა და სამუშაო საათების დაკლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე მათ მოთხოვნებს არ მოისმენენ და პასუხს არ გასცემენ, აქციას არ შეწყვეტენ. მეტიც, გაფიცულები ვალეს საბაჟოსკენ მიმავალი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

მუშები ამბობენ, რომ მათ არ აძლევენ საკვებს, მუშაობენ მონურ პირობებში და იმის გამო, რომ შეუმცირეს სამუშაო საათები, ანაზრაურება 600–დან 400 ლარამდე შეუმცირდათ.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის ოფისთან მისასვლელი გზა აქვთ გადაკეტილი. ამბობენ, რომ ახლა ხელმძღვანელობის კვების დროა და მათთან საჭმლის მომტან მანქანებს არ მიუშვებენ.

გაფიცულები ითხოვენ მათი პრობლემების მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთოს და უშუამდგომლონ მშენებელ კომპანია "ბეხტელ & ენკა"-სთან.

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაფიცულებმა ხელმძღვანელობის ოფისამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს
ვალეში გაფიცულები ამბობენ, რომ 30 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს
ვალეში გაფიცულები საკვების მანქანას უფროსებამდე არ უშვებენ
ვალეში გაფიცულებმა გასათბობად ცეცხლი დაანთეს, დაშლას არ აპირებენ [Photo]
ვალეში გაფიცულებმა საკვების მანქანა უფროსებამდე შეუშვეს
ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]
ვალეში გაფიცული მუშები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ