FM97.5 / LIVE

ვალეში გაფიცული მუშები მოლაპარაკებას დათანხმდნენ

მთავარისაზოგადოება 03.12.2015
აქციის მონაწილეებიდან ოთხი, კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად შევიდა.

ვალეში გაფიცული მუშები მოლაპარაკებას დათანხმდნენ
ვალეში სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების სამუშაოებზე დასაქმებული მუშები, რომლებიც ორი დღეა აქციებს აწყობენ, კომპანიის წარმომადგენლის ადამიანური რესურსების სპეციალისტის ილია ბეჟაშვილის შემოთავაზებას დათანხმდნენ. აქციის მონაწილეები დამსაქმებლებისგან პასუხს ელოდებიან და მათი მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ვალეში სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გუშინ, 2 დეკემბერს დილიდან დაიწყეს. გაფიცულები ითხოვენ გაუზარდონ შემცირებული საათები, რის გამოც მათი ხელფასი 600–დან 400 ლარამდე შემცირდა, დაუმატონ ანაზღაურება შაბათ–კვირას მუშაობისთვის, ან ამ დღეებში დაასვენონ და გააუმჯობესონ მათი კვებითი მენიუ.

გუშინვე, კომპანიის დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელმა 30 მუშას უთხრა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. აქცია შუადღეს ისე დასრულდა, რომ მუშებთან არავინ გამოსულა. საღამოს უფროსთან სასაუბროდ გათავისუფლებულები შევიდნენ. რაზე ისაუბრეს უცნობია, თუმცა, საღამოს, 30–დან 19–ს აცნობეს, რომ სამსახურში აღარ აღადგენდნენ და დაცვის პოლიციის დახმარებით ის სასტუმროც დაატოვებინეს, სადაც ღამეს ათევდნენ. სასტუმრო კომპანიას აქვს დაქირავებული.

მუშებს კომპანიის შესასვლელთან გზა აქვთ გადაკეტილი და საკვებით,საწვავით და ბეტონით დატვირთულ მანქანებს არ ატარებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

[ვარლამ წიკლაური თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალეში გაფიცულ მუშებს კომპანია მოლაპარაკებას სთავაზობს
ვალეში მიმდინარე მოვლენებზე BP პასუხისმგებლობას კონტრაქტორს აკისრებს
ვალეში გათავისუფლებული მუშები შესაძლოა გარდაბანში დაასაქმონ
ვალედან გათავისუფლებული მუშები გარდაბანში ბრუნდებიან
ვალეში გაფიცულმა მუშებმა აქცია დაასრულეს
ვალეში გაფიცული მუშები ხვალ კომპანიის მენეჯერს შეხვდებიან