FM97.5 / LIVE

ვალეში გათავისუფლებული 30 მუშიდან 7 სამსახურში დააბრუნეს

მთავარისაზოგადოება, შემთხვევა 02.12.2015
ვალეში, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე დასაქმებული მუშების საპროტესტო აქციის დროს გათავისუფლებული 30 თანამშრომლიდან, 7 სამსახურში აღადგინეს.

ვალეში გათავისუფლებული 30 მუშიდან 7 სამსახურში დააბრუნეს

ჯერ გათავისუფლებული და შემდეგ სამსახურში აღდგენილი თანამშრომლები ამბობენ, რომ დაიბარეს ადმინისტრაციაში, ადგილობრივ უფროსთან და აცნობეს, რომ სამსახურში აღდგენილები არიან.

ამ დროისთვის 7–ვე მათგანი აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება. ისინი საერთო განწყობას იზიარებენ და ამბობენ, რომ მართალია სამსახურში აღადგინეს, თუმცა, მუშაობას არ განაახლებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მუშები ითხოვენ სამუშაო პირობები და საკვები გაუმჯობესდეს და მოუმატონ დაკლებული ხელფასები. შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელფასები 600–დან 400 ლარამდე შეუმცირეს იმით, რომ დააკლეს სამუშაო საათები.

ვალეში, იქ სადაც, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია დილიდან დაიწყო. მუშებმა პროტესტის ნიშნად სამუშაოები არ შეასრულეს და გადაკეტეს ადმინისტრაციის ოფისამდე მისასვლელი გზა. ისინი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის დროს მუშებს განუცხადეს, რომ თბილისიდან, რუსთავიდან და გარადაბანიდან გადმოყვანილი 30 თანამშრომელი სამსახურიდანაა გაშვებული.

აქციის მონაწილეები შუამდგომლობას სთხოვენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, თუმცა, 09:00 საათიდან ამ დრომდე, 14:00 საათამდე, გუბერნიიდან მათთან არავინ მისულა. სამხრეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აქციის შესახებ იციან, თუმცა, „კონკრეტულად ითხოვენ თუ არა აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“.

ხელისუფლებიდან აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ორგანოში, ელიოზ ბარბლიშვილი მივიდა.

„ჩავაყენებთ საქმის კურსში ადგილობრივ თვითმმართველობას, სავარაუდოდ, შევხვდებით კომპანიის ხელმძღვანელობასაც“, – განაცხადა ბარბლიშვილმა.

მუშებთან მივიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილიც. დეპუტატი გაფიცულებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება გათავისუფლებულებს სამართლებრივი დავის წამოწყებაში.

აქციის მონაწილეებს კოცონი აქვთ დანთებული, შიმშილის მოსაკლავად, ახლომდებარე ნაკვეთიდან კარტოფილი ამოყარეს და წვავენ. მათი მოთხოვნები უცვლელია. ამბობენ, რომ თუ საჭირო გახდა, აქციას არც ღამით შეწყვეტენ.

ვალეში გათავისუფლებული 30 მუშიდან 7 სამსახურში დააბრუნეს

ვალეში გათავისუფლებული 30 მუშიდან 7 სამსახურში დააბრუნეს

ვალეში გათავისუფლებული 30 მუშიდან 7 სამსახურში დააბრუნეს

ვალეში გათავისუფლებული 30 მუშიდან 7 სამსახურში დააბრუნეს

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში მუშების საპროტესტო აქცია დასრულდა
მუშების პროტესტის შედეგი – 19 მათგანს სამსახურიც დაატოვებინეს და ღამისგასათევიც [Photo]
ვალეში გაფიცული მუშები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ
ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]
ვალეში გაფიცულებმა უფროსი არ გაატარეს გზაზე [Photo]
ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალედან გათავისუფლებული მუშები გარდაბანში ბრუნდებიან