FM97.5 / LIVE

ვალეში გაფიცულები საკვების მანქანას უფროსებამდე არ უშვებენ

მთავარისაზოგადოება 02.12.2015
ვალეში, იქ სადაც სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს, მიკროავტობუსით ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი საჭმელი მიიტანეს, თუმცა, აქციის მონაწილეები მანქანას არ ატარებენ.

ვალეში გაფიცულები საკვების მანქანას უფროსებამდე არ უშვებენ

მანქანას, რომელმაც ობიექტზე საჭმელი მიიტანა, თან მიჰყვნენ შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს მანქანები. სამართალდამცავები ამბობენ, რომ ისინი იქ წესრიგის დასაცავად არიან.

„ჩვენ შიმშილით ვიხოცებით, ეგენიც (ადმინისტრაცია ს.კ.) უნდა დაიხოცონ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

"გვშია" – ისმის იმ შენობებიდან, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. თუმცა, მუშები მანქანის გტარებას არ აპირებენ.

"არ შევუშვებთ საჭმლის მანქანას, არც გამოვუშვებთ იქიდან არავის", – ამბობენ მუშები.

ამ დროისთვის ვალეში ვითარება დაძაბულია.

შეგახსენებთ, დღეს დილის 09:00 საათიდან, ვალეში 200-მდე მუშაა გაფიცული. ისინი სამუშაო პირობებს, კვებასა და სამუშაო საათების შემცირების გამო ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე მათ მოთხოვნებს არ მოისმენენ და პასუხს არ გასცემენ, აქციას არ შეწყვეტენ.

იხილეთ აქციის ქრონიკა და დეტალები.

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაფიცულებმა საკვების მანქანა უფროსებამდე შეუშვეს
ვალეში გაფიცულებმა უფროსი არ გაატარეს გზაზე [Photo]
ვალეში გაფიცულებმა ხელმძღვანელობის ოფისამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს
ვალეში გაფიცულები ამბობენ, რომ 30 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს
ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]
ვალეში გაფიცულებმა გასათბობად ცეცხლი დაანთეს, დაშლას არ აპირებენ [Photo]
ვალეში გაფიცული მუშები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ