FM97.5 / LIVE

ვალეში გაფიცული მუშები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება, შემთხვევა 02.12.2015
ვალეში, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე დასაქმებული მუშები, რომლებიც დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ვალეში გაფიცული მუშები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ

გაფიცულები აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ შეხვდებიან.

„რა პირობებიც ქონდათ არ შეასრულეს. აქ უნდა ემუშავა 70% ადგილობრივ მოსახლეობას, სათითაოდ ანაცვლებენ თურქებით. უბრალო მიზეზის გამო ათავისუფლებენ სამსახურიდან ქართველებს. მონებივით გვამუშავებენ. გვინდა გავესაუბროთ გუბერნატორს და ამ ყველაფრის შესახებ მოვუყვეთ. მანამდე არ გავატარებთ არცერთ ტრანსპორტს და არ დავიშლებით“, – აცხადებენ გაფიცულები.

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აქციის შესახებ იციან, თუმცა კონკრეტულად ითხოვენ თუ არა აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„კომუნიკაცია აღნიშნული შეხვედრის მოთხოვნის თაობაზე არ შემდგარა. რამდენადაც ვიცით მათ გარკვეული პრეტენზიები აქვთ დამსაქმებელ კომპანიასთან და იმედს ვიტოვებთ პრობლემა ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით დასრულდება. საჭიროების შემთხვევაში გუბერნატორი მზად არის შეხვდეს აქციის მონაწილეებს“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, დღეს დილის 09:00 საათიდან, ვალეში 200-მდე მუშაა გაფიცული. ისინი ვალეს საბაჟოსკენ მიმავალი გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ახლა მათ ადმინისტრაციის ოფისამდე მისასვლელი გზა აქვთ გადაკეტილი. არ გაატარეს ერთ-ერთი უფროსის მანქანაც. მუშების ინფორმაციით, გაფიცულებიდან 30 ადამიანი მშენებელმა კომპანიამ სამსახურიდან გაუშვა. აქციის მონაწილეებთან მივიდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ვაჟა ჩიტაშვილი და გამგებლის წარმომადგენელი ვალეში ელიოზ ბარბლიშვილი. ისინი დაპირდნენ, რომ შეეცდებიან მათ ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

ბოლო მონაცემებით, გაფიცულებმა გასათბობად ცეცხლი დაანთეს და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ვალეში გაფიცული მუშები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ
აქციის მონაწილეები კოცონზე კარტოფილს წვავენ.

ვალეში გაფიცული მუშები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ
აქციის მონაწილეები კოცონზე კარტოფილს წვავენ.

[ვარლამ წიკლაური, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]
ვალეში გაფიცულებმა გასათბობად ცეცხლი დაანთეს, დაშლას არ აპირებენ [Photo]
ვალეში გაფიცულებმა უფროსი არ გაატარეს გზაზე [Photo]
ვალეში გათავისუფლებული 30 მუშიდან 7 სამსახურში დააბრუნეს
ვალეში გაფიცულებმა ხელმძღვანელობის ოფისამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს
ვალეში გაფიცულები ამბობენ, რომ 30 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს
ვალეში გაფიცულები საკვების მანქანას უფროსებამდე არ უშვებენ