FM97.5 / LIVE

ვალეში მუშების საპროტესტო აქცია დასრულდა

მთავარისაზოგადოება 02.12.2015
ვალეში, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის სამუშაოებზე დასაქმებულმა გაფიცულმა მუშებმა, აქცია დაასრულეს და იმ პირობით დაიშალნენ, რომ ხვალ ისევ შეიკრიბებიან.

ვალეში მუშების საპროტესტო აქცია დასრულდა

მუშები აცხადებენ, რომ ხვალ იგივე დროს და იგივე ადგილას შეიკრიბებიან, თან წაიღებენ საკვებს და ისევ გამართავენ მშვიდობიან აქციას, ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი საჭმლის მანქანასაც გაატარებენ, თუმცა, მუშაობას არ გააგრძელებენ: „ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს და არ ვიმუშავებთ იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“.

მუშების მთავარი მოთხოვნაა გაუზარდონ შემცირებული ხელფასი. ისინი ამბობენ, რომ ანაზღაურება 600 ლარიდან 400 ლარამდე შეუმცირეს, იმით, რომ დააკლეს სამუშაო საატები. დღეს მათ აქცია ისე დაასრულეს, რომ კომპანია "ბეხტელ & ენკა"–დან მათთან არავინ მივიდა.

შეგახსენებთ, ვალეში, იქ სადაც, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია დილიდან დაიწყო. მუშებმა პროტესტის ნიშნად სამუშაოები არ შეასრულეს და გადაკეტეს ადმინისტრაციის ოფისამდე მისასვლელი გზა. ისინი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციის დროს მუშებს განუცხადეს, რომ თბილისიდან, რუსთავიდან და გარდაბანიდან გადმოყვანილი 30 თანამშრომელი სამსახურიდანაა გაშვებული. თუმცა, მოგვიანებით 7 გათავისუფლებულს უთხრეს, რომ სამსახურში აღადგინეს.

აქციის მონაწილეები შუამდგომლობას სთხოვდნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, თუმცა, აქცია ისე დასრულდა, რომ გუბერნიიდან მათთან არავინ მივიდა.

ხელისუფლებიდან აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ორგანოში, ელიოზ ბარბლიშვილი მივიდა.

„ჩავაყენებთ საქმის კურსში ადგილობრივ თვითმმართველობას, სავარაუდოდ, შევხვდებით კომპანიის ხელმძღვანელობასაც“, – განაცხადა ბარბლიშვილმა.

მუშებთან მივიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილიც. დეპუტატი გაფიცულებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება გათავისუფლებულებს სამართლებრივი დავის წამოწყებაში.

აქციის მონაწილეებს კოცონი ჰქონდათ დანთებული, შიმშილის მოსაკლავად, ახლომდებაზე ნაკვეთიდან კარტოფილი ამოყარეს და შეწვეს.

აქციის მონაწილეებმა გააკეტეს გზა და არ გაატარეს მანქანა, რომელსაც ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი საჭმელი ჰქონდა. მანქანა ჯერ უკან გაბრუნდა, მოგვიანებით ისევ მივიდა და გაწევ–გამოწევისა და მსჯელობის შემდეგ, შეუშვეს. როგორც გაფიცულები ამბობენ, მათ უთხრეს, "რომ თუ მანქანას არ შეუშვებდნენ, მთელი სამხარეო სამმართველო ავიდოდა".

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუშების პროტესტის შედეგი – 19 მათგანს სამსახურიც დაატოვებინეს და ღამისგასათევიც [Photo]
ვალეში გათავისუფლებული 30 მუშიდან 7 სამსახურში დააბრუნეს
ვალეში გაფიცულ მუშებთან ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა [Photo]
ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალედან გათავისუფლებული მუშები გარდაბანში ბრუნდებიან
დღე III - ვალეში გაფიცულმა მუშებმა პროტესტი განაახლეს
ვალეში გაფიცულმა მუშებმა აქცია დაასრულეს