FM97.5 / LIVE

საპროტესტო აქცია ვალეში

მთავარისაზოგადოება, შემთხვევა 02.12.2015
დღეს, 2 დეკემბერს, დილიდან, ვალეში, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის სამშებელო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.

საპროტესტო აქცია ვალეში
აქცია ვალეში, 2 დკემბერი, 2015წ.

ვალეში, იქ სადაც გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში საცხოვრებლების მშენებლობა მიმდინარეობს, დილიდან 200-მდე მუშაა შეკრებილი. ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. მუშები აცხადებენ, რომ სამუშაო საათები დააკლეს, რის გამოც, მათი ანაზღაურება 600-დან 400 ლარამდე შემცირდა.

„მონებივით გვექცევიან, სიგარეტის მოწევისა და ჩაის დალევის საშუალებას არ გვაძლევენ. ხელფასი და საკვები დაგვაკლეს“... -აცხადებენ გაფიცულები.

აქციის მონაწილეები დახმარებასა და მშენებელ კომპანიასთან შუამდგომლობას რეგიონის ხელმძღვანელობას სთხოვენ.

„ჩვენ, ქართულ მიწაზე მოდიხარ და მე არ მცემ პატივს. ეგვიპტის მონების დღეში ვართ. ჩაი როგორ არ უნდა დაალევინო ყინვაში“, - ამბობს ერთ-ერთი მონაწილე ბადრი ჯინიუზაშვილი.

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტში სამუშაოებს თურქული კომპანია "ბეხტელ & ენკა" ასრულებს. როგორც მუშები გვიხსნიან, ამ ეტაპზე შენდება საცხოვრებლები მათთვის, ვინც პროექტის ამოქმედების შემდეგ აქ უნდა იმუშაოს.

გაფიცულები ამბობენ, რომ სამუშაოებს იმ დრომდე არ განაახლებენ, ვიდრე მათთან კომპანიიდა ან ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვინმე არ მივა. თუ მათ პროტესტს არავინ გამოეხმაურა, ვალეს საბაჟოსთან გზის გადაკეტვას აპირებენ.

აქცია დილის 09:00 საათზე დაიწყო. ამ დრომდე გაფიცულებთან არავინ მისულა.

საპროტესტო აქცია ვალეში

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტს კომპანია BP კურირებს. 56 კმ სიგრძის გაზსადენისა და სამი ახალი მუდმივმოქმედი მიწისზედა ობიექტის მშენებლობა დახლოებით 6 თვის წინ დაიწყო. ეს ეგრეთ წოდებული "შაჰ დენიზის" მეორე ეტაპია.

"სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტი სისტემის პირველ რგოლს წარმოადგენს,რომელიც ინტეგრირებული მილსადენებისგან
შედგება და ახალ სამხრეთ კავკასიური გაზის კორიდორს ქმნის. როდესაც მშენებლობა დასრულდება,სამხრეთის კორიდორის სიგრძე დაახლოებით
3500 კილომეტრს შეადგენს და მის შემადგენლობაში იქნება SCPX, ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) და ტრანსადრიატიკული გაზსადენი (TAP). ნავარაუდევია, რომ მოცემული ქსელის მეშვეობით წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება მიწოდებული მილიონობით მომხმარებლისთვის საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთსა და იტალიაში.გაზის პირველი პარტიის მიწოდება საქართველოსა და თურქეთის მომხმარებლებისთვის 2018 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, ხოლო ევროპისთვის გაზის მიწოდება 2020 წელს დაიწყება", - ვკითხულობ თანგარიშში "BP საქართველოში".

ამ პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს გარდაბანშიც. ვალეში გაფიცულები ამბობენ, რომ დღეს დილიდან მუშები გარდაბანშიც გაიფიცნენ.

დილიდან ვალეში იმყოფება "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტიც. თვალი ადევნეთ ვებგვერდს, მოვლენათა განვითარების შესახებ აუცილებლად გიამბობთ.

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუშების პროტესტი ვალეში, დღე II – ქრონიკა
ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალეში გაფიცულებმა უფროსი არ გაატარეს გზაზე [Photo]
ვალეში გათავისუფლებული მუშები შესაძლოა გარდაბანში დაასაქმონ
ვალეში გაფიცულები საკვების მანქანას უფროსებამდე არ უშვებენ
ვალეში გაფიცული მუშები მოლაპარაკებას დათანხმდნენ
ვალედან გათავისუფლებული მუშები გარდაბანში ბრუნდებიან