FM97.5 / LIVE

ვალეში გაფიცულებიდან 19 მუშა სამსახურიდანაც გაუშვეს და სასტუმროდანაც

მთავარისაზოგადოება 02.12.2015
ვალეში, საპროტესტო აქციის დროს გაშვებული 30 მუშიდან 19 სამსახურში აღარ დააბრუნეს და ახლა მათ იმ სასტუმროში შესვლის უფლებასაც არ აძლევენ, სადაც ღამეს ათევდნენ.

ვალეში გაფიცულებიდან 19 მუშა სამსახურიდანაც გაუშვეს და სასტუმროდანაც

ახალციხეში, სასტუმრო „თეთრ სახლთან“, რომელიც კომპანია "ბეხტელ & ენკა"–ს აქვს დაქირავებული ამ წუთებში დაცვის პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლებმა მუშების ნაწილს შენობის დატოვება მოსთხოვეს.

საუბარია იმ 19 მუშაზე, რომელიც კომპანიამ სამსახურიდან გაუშვა. ეს ის მუშები არიან, რომელიც კომპანიამ სამუშაოდ თბილისიდან, რუსთავიდან და გარდაბანიდან გადმოიყვანა და რომელთაც დილით აცნობეს, რომ ხელშეკრულებები შეუწყდათ. შეგახსენებთ, საღამოს ამ 30–დან სამსახურში მხოლოდ 7 მუშა დააბრუნეს.

„გვეუბნებიან, რომ შენობა დავტოვოთ, სად წავიდეთ, არც ფული გვაქვს და არც ღამის გასათევი. პოლიცია გვეუბნება, წინააღმდეგობას თუ გაგვიწევთ, დაგიჭერთო“, – ამბობენ მუშები.

შეგახსენებთ, ვალეში, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დღეს დილიდან საპროტესტო აქციას მართავდნენ. ისინი აპროტესტებდნენ სამუშაო საათების შემცირებას, რის გამოც მათი ხელფასი 600–დან 400–მდე შემცირდა, ითხოვდნენ შაბათ–კვირის მუშაობის ანაზღაურებას ან ამ დღეებისთვის დამატებით ანაზღაურებას და საკვების გაუმჯობესებას. ვალეში საპროტესტ აქცია დილით დაიწყო და შუადღემდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეები იმ პირობით დაიშალნენ, რომ მშვიდობიან პროტესტს ხვალაც გააგრძელებენ.

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალედან გათავისუფლებული მუშები გარდაბანში ბრუნდებიან
ვალეში გათავისუფლებული მუშები შესაძლოა გარდაბანში დაასაქმონ
ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალეში გაფიცულები ამბობენ, რომ 30 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს
ვალეში გაფიცული მუშები მოლაპარაკებას დათანხმდნენ
ვალეში გაფიცული 19 მუშიდან, რომლებიც სამუშაოდ გარდაბანში დააბრუნეს, ოთხი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ვალეში გაფიცულების მოთხოვნები კომპანიამ ნაწილობრივ  დააკმაყოფილა