FM97.5 / LIVE

დღე III - ვალეში გაფიცულმა მუშებმა პროტესტი განაახლეს

მთავარისაზოგადოება 04.12.2015
ორდღიანი აქციის, უშედეგო მოლაპარაკებისა და 19 თანამშრომლის გათავისუფლების მიუხედავად, სამხრეთ –კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. ოთხი მათგანი კომპანიის ხელმძღვანელთან მოსალაპარაკებლად შევიდა.

დღე III - ვალეში გაფიცულმა მუშებმა პროტესტი განაახლეს
მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია: დაუბრუნდნენ მუშაობის ძველ რეჟიმს, ანუ მოიმატოს მათი სამუშაო საათების რაოდენობამ და შესაბამისად ხელფასმა, ორმაგად აუნაზღაურდეთ შაბათ დღეს მუშაობა და გაუმჯობესდეს კვება.

შეგახსენებთ, ვალეში საპროტესტო აქცია 1 დეკემბერს დაიწყო, ამ დღეს 200–მდე მუშა გაიფიცა. დილის 09:00 საათიდან დაწყებული აქცია 15:00 საათამდე გაგრძელდა. მუშები ითხოვდნენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებას, თუმცა უშედეგოდ. ასევე უშედეგოდ ელოდნენ შუამდგომლობას სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმიისტრაციიდან.

ამ დღეს კომპანიამ სამსახურიდან 19 თანამშრომელი გაათავისუფლა, იმ მოტივით, რომ ისინი თბილისიდან და გარდაბნიდან იყვნენ გადმოყვანილი. გათავისუფლებულები ღამით სასტუმროდანაც გაყარეს.

აქცია მეორე დღეს, 3 დეკემბერსაც გაგრძელდა. მუშები ისევ ავიდნენ სამშენებლო ობიექტზე, შედარებით ნაკლები, დაახლოებით 100 ადამიანი და იგივე მოთხოვნები წაუყენეს კომპანიას. „ბეხტელ–ენკას“ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ გაფიცულებს მოლაპარაკება შესთავაზა. მუშებმა სათათბიროდ 4 ადამიანი შეარჩიეს, შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა შედგა. კომპანიამ მუშებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

გაფიცულები ამ დღესაც შუადღეს დაიშალნენ, იგივე პირობით, ისინი ამბობენ, რომ მშვიდობიან პროტესტს იქამე გააგრძელებენ, ვიდრე კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაფიცულების მოთხოვნები კომპანიამ ნაწილობრივ  დააკმაყოფილა
ვალეში გაფიცულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს და სამუშაოს დაუბრუნდნენ
ვალეში გაფიცული 19 მუშიდან, რომლებიც სამუშაოდ გარდაბანში დააბრუნეს, ოთხი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ვალეში გაფიცულმა მუშებმა აქცია დაასრულეს
ვალეში გათავისუფლებული მუშები შესაძლოა გარდაბანში დაასაქმონ
ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალეში გაფიცულებიდან 19 მუშა სამსახურიდანაც გაუშვეს და სასტუმროდანაც