FM97.5 / LIVE

ვალეში გაფიცულმა მუშებმა აქცია დაასრულეს

მთავარისაზოგადოება 03.12.2015
ვალეში, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე დასაქმებულმა გაფიცულმა მუშებმა დღეს საპროტესტო აქცია დაასრულეს და იმ პირობით დაიშალნენ, რომ ხვალ ისევ შეიკრიბონ.

ვალეში გაფიცულმა მუშებმა აქცია დაასრულეს

კომპანიის ხელმძღვანელობასა და მუშებს შორის შემდგარი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ მალევე, გაფიცულმა მუშებმა აქცია დაასრულეს.

მუშები ამბობენ, რომ ხვალ იგივე დროს და იგივე ადგილზე შეიკრბებიან. ისინი ფიქრობენ, რომ პროტესტი იქამდე გააგრძელონ, ვიდრე კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მუშებს სამი მოთხოვნა აქვთ: ზამთრის რეჟიმის გამო შემცირებული სამუშაო საათები ისევ გაიზარდოს, რის შედეგადაც მათი ანაზღაურებაც გაიზრდება. შეგახსენებთ, ადრე მათი სამუშაო დღე იწყებოდა 07:30 საათზე და საღამოს 19:00 საათამდე გრძელდებოდა, ბოლო რამდენიმე დღეა, სამუშაო დღე 08:00 საათზე იწყება და 18:00 საათზე მთავრდება. ხანგრძლივობის შემცირების გამო მუშებს ხელფასი დაახლოებით 150–200 ლარით შეუმცირდათ.

მეორე მოთხოვნაა, შაბათს ორმაგი ანაზღაურება მისცენ, ისევე როგორც კვირას აძლევენ.

მესამე მოთხოვნა კი კვებას უკავშირდება. მუშები ამბობენ, რომ შუადღის ლანჩზე მხოლოდ ჩაი აქვთ და მენიუს გაუმჯობესება უნდათ. თუმცა, აქვე ამატებენ, რომ ეს მოთხოვნა არსებითად მნიშვნელოვანი არ არის და ძველ მენიუზეც თანახმა არიან.

შეგახსენებთ, ვალეში, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე დასაქმებულები მეორე დღეა პროტესტის ნიშნად მუშაობაზე უარს აცხადებენ.

იხილეთ გუშინდელი დღის ქრონიკა.

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოლაპარაკება დასრულდა – ვალეში გაფიცულ მუშებს მოთხოვნებს არ უკმაყოფილებენ
მუშების პროტესტი ვალეში, დღე II – ქრონიკა
დღე III - ვალეში გაფიცულმა მუშებმა პროტესტი განაახლეს
ვალეში გაფიცული მუშები ხვალ კომპანიის მენეჯერს შეხვდებიან
ვალეში გაფიცულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს და სამუშაოს დაუბრუნდნენ
ვალეში გაფიცული მუშები მოლაპარაკებას დათანხმდნენ
ვალეში გაფიცულების მოთხოვნები კომპანიამ ნაწილობრივ  დააკმაყოფილა