FM97.5 / LIVE

წინასაარჩევნო დარღვევები ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 04.10.2016
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები, რომლებიც საჩივრების სახით საოლქო კომისიაში შევიდა, მონიტორინგის დროს კი არასამთვრობო როგანიზაციების ანგარიშებში მოხვდა;

წინასაარჩევნო დარღვევები ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში

წინასაარჩევნო პერიოდში ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 10 საჩივარი შევიდა. საჩივრის ავტორები „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები არიან.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კოპაძის მიერ 14 აგვისტოს მერიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისა და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე, საოლქოს საჩივრით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.

ახალციხის საოლქო კომისიაში მოხვდა საჩივარი ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებლის ილია ზარდიაშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტთან დაკავშირებითაც. ზარდიაშვილი 15 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ვლადიმერ ზედგინიძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მერიის ბალანსზე რიცხული მანქანით მივიდა.

ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტი, რომელიც 6 აგვისტოს ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში „ოცნების აქტივისტების“ შეკრებით დაფიქსირდა, საოლქო კომისიაში უწყებათაშორისმა კომისიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააფიქსირა. უწყებათაშორისმა კომისიამ ამის შესახებ შეტყობინება „სამხრეთის კარიბჭედან“ მიიღო და საოლქოს რეაგირებისთვის გადაუგზავნა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ვალეში მეორე საჯარო სკოლასა და, ასევე, ვალეში პირველ საბავშვო ბაღზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კოპაძის სააგიტაციო მასალის გაკვრა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ მასალას არ ჩამოხსნიდნენ, „გამჭვირვალობა“ სკოლისა და ბაღის დირექტორების 2000 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

გარდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებისა, საოლქო კომისიაში საჩივრები საჯარო მოხელეების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის შესახებაც შევიდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ახალციხის მერიის თანამშრომლებზე – მერი გოგოლაურზე, ნანა მესხსა და ინგა დიაკონოვაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენისთვის მიმართა. მათ პირადი ფეისბუქის გვერდით „ოცნების“ სააგიტაციო მასალა სამუშაო საათებში გააზიარეს.

საჩივრებს შორის, დარღვევების თვალსაზრისით, თავად საოლქო კომისიაში გამართული სხდომაც მოხვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის მიხედვით, 22 აგვისტოს საოლქო კომისიის სხდომაზე საუბნო საარჩევნო კომისიების 6–6 წევრი უნდა შეერჩიათ. „ნაციონალების“ მტკიცებით, პარტიების მიერ წარდგენილ სიებში, საიდანაც 6–6 კაცი უნდა შეერჩიათ, ის ვისთვის უნდა დაეჭირათ მხარი, წინასწარ იყო მონიშნული.

ამავე პარტიის კიდევ ერთი საჩივრი, N20 სვირის საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ჯერ მდივნად დანიშვნას, შემდეგ მისი სხვა პირით ჩანაცვლებას ეხება.

ამის გარდა, საუბნო კომისიებზე, კიდევ ორი საჩივარი დაიწერა. მათ შორის ერთი N44.37.07 საუბნო კომისიაში ეხება იმას, რომ 21 სექტემბრის შემდეგ სარეგისტრაციო ჟურნალი აღარ წარმოებს, არ ხდება მისი გახსნა და დახურვა. მეორე კი საჩივრის მიხედვით N 44. 37.21 უბანზე 28 სექტემბერს, 16:05 საათზე არავინ იმყოფებოდა.

აღნიშნული საჩივრებიდან, ახალციხის საოლქო კომისიამ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებში დარღვევა ვერ დაინახა; წინასწარ მონიშნულ სიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული საჩივარი პარტიას ცესკოში უნდა შეეტანა. სვირის საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მდივნად დააბრუნა; ვალეში გაკრულ „ოცნების“ სააგიტაციო მასალასთან დაკავშირებით რეაგირებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მისწერა; დანარჩენ საჩივრებთან დაკავშირებით კი გვატყობინებენ, რომ განხილვას აგრძელებენ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს „სამართლიანი არჩევნების“ მესამე შუალედურ ანგარიშში, ახალციხიდან ასეთი მხოლოდ ორი მოხვდა. მათ შორის ერთი 14 აგვისტოს „ოცნების“ კანდიდატის გიორგი კოპაძის მიერ მერიის ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლა იყო. მეორე, ახალციხის საოლქო კომისიაში, საუბნო კომისიების დაკომპლექტებისას სიებში, სავარაუდოდ, წინაწარ გაკეთებული აღნიშვნები მოხვდა.

გარდა საჩივრებსა და ანგარიშებში გაწერილი დარღვევებისა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში სხვა ხარვეზებზეც საუბრობენ. პირველ რიგში ყველა მათგანი აქცენტს ჩამოხეულ სააგიტაციო მასალაზე აკეთებს. გარდა ამისა, „თავისუფალი დემოკრატების“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამომრჩევლების შიშზე საუბრობენ.

„ბუკლეტსაც კი ვერ გართმევენ, ამბობენ, რომ ამას ვერ იზამენ, რადგან ლუკმა–პურს დაკარგავენ“, – ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა გოგოლაძე.

იგივეს აცხადებს, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილი: „ნინო ბურჯანაძე რომ იყო ჩამოსული ახალციხეში, შორიდან გვიყურებდნენ, ახლოს არ მოდიან. ხალხმა ეს შიში ჯერ კიდევ ვერ დაძლია“.

ხითარიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ, რადგან მათ წინასაარჩევნო შეხვედრებზე თვითმმართველობის წარმომადგენლები დაყვებიან.

ახალციხის მერიის თანამშრომლების მხრიდან სამუშაო საათებში პოლიტიკური აგიტაციის ფაქტი, „სამხრეთის კარიბჭემ“ ადიგენში, 22 აგვისტოს, გიორგი კოპაძის წარდგენისას დააფიქსირა. რედაქცია, გარდა ორ საუბნო კომისიაში დაწერილი საჩივრისა, ყველა დარღვევაზე წერდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

წინასაარჩევნო დარღვევები ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა
გამოიყენა თუ არა ‘ოცნების’ კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსი – ფაქტს საოლქო კომისია სწავლობს
ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტს ცესკო სწავლობს
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 საჩივარი შევიდა