FM97.5 / LIVE

სვირის უბანზე „ნაციონალი“ მდივანი დააბრუნეს, თავმჯდომარე კი მოხსნეს

მთავარისიახლე, არჩევნები 10.09.2016
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, N20–ე სვირის საუბნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი მოხსნეს და უბნის მდივნად „ნაცმოძრაობის“ წევრი დააბრუნეს, რომლის არჩევის ოქმი უბანზე ფაქტობრივად აღარ არსებობს.

სვირის უბანზე „ნაციონალი“ მდივანი დააბრუნეს, თავმჯდომარე კი მოხსნეს
სვირის საუბნო კომისიის თავმჯდომარე ბუღუტი ღონღაძე და მდივანი ეკატერინე ხალაძე

სვირის უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნათელა ბიბლურის ჯერ არჩევასა და შემდეგ გადარჩევაზე, რასაც პარტია „ოცნების“ ზეწოლას უკავშირებდა, N37–ე ახალციხის საოლქო კომისიამ დღეს, 10 სექტემბერს, საღამოს იმსჯელა. სხდომას ახალციხის სოლქო კომისიის 13–ვე და სვირის საუბნო კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

N37–ე, ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა სვირის საუბნო კომისიის წევრების, მდივნისა და თავმჯდომარის ახსნა–განმარტებები წაიკითხა. დოკუმენტში 8 სექტემბერს ჩატარებული სხდომის მიმდინარეობა იყო აღწერილი.

ახსნა–განმარტებების მიხედვით, 8 სექტემბერს, სოფელ სვირის საარჩევნო უბანზე ჩატარებულ პირველ სხდომაზე მდივნად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნათელა ბიბილური აირჩიეს.

„ნათელა ავირჩიეთ, მაგრამ მერე თქვა, რომ ვერ შევძლებო და იგი ეკატერინე ხალაძით შევცვალეთ“, – ნათქვამი იყო და ეს სხდომაზე სიტყვიერადაც დაადასტურა, სვირის საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ბუღუტი ღონღაძემ. იგივეს ამბობდა მისი მოადგილე თეიმურაზ კაპანაძე.
თეა გავაშელის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა, ნათელა ბიბილურის ხელმოწერილი დოკმენტი, რომელშიც იგი მდივნობაზე უარს ამბობს, სვირის საარჩევნო კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ არა.

საოლქო კომისიაში გამართულ სხდომაზე ბუღუტი ღონღაძე ირწმუნებოდა, რომ როდესაც ნათელა ბიბილურმა მდივნის პოსტი საკუთარი ნებით დატოვა, ახალ მდივნად ეკატერინე ხალაძე აირჩიეს.

ამ განცხადებას საოლქო კომისიის წევრების შეკითხვები მოჰყვა. კომისიის წევრები ბუღუტი ღონღაძეს, ასევე კომისიის სხვა წევრებს ეკითხებოდნენ, ჩატარდა თუ არა ახალი სხდომა, სადაც დააყენეს ახალი მდივნის, ეკატერინე ხალაძის კანდიდატურა. წევრები პასუხობდნენ, რომ ოქმი არ არსებობს.

მეორე სხდომა, რომ არ ჩატარებულა და არც ახალი მდივანი აურჩევიათ, ამის შესახებ საუბნო კომისიის ოთხმა წევრმა განაცხადა. თუმცა, ოქმში, რომელიც ბუღუტი ღონღაძემ საოლქოში წარადგინა და რომელშიც მდივნად ხალაძე წერია, ოთხივე მათგანის ხელმოწერაა.
„საიდან წერია ჩვენი თანხმობა, უცნობია“,– ამბობენ კომისიის წევრები.

„ჩემი ხელით შევავსე ჟურნალი, ოქმი, განკარგულება და ხელი მოვაწერე. მერე გადავეცი კომისიის თავმჯდომარეს ბუღუტი ღონღაძეს“, – ირწმუნება ნათელა ბიბილური.

სვირის უბანზე „ნაციონალი“ მდივანი დააბრუნეს, თავმჯდომარე კი მოხსნეს
ნათელა ბიბილური

ბიბილურის ამ განცხადებას სვირის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის წევრებიც დაეთანხმნენ. ის, რომ ნათელა ბიბილურმა განკარგულება შეავსო და კომისიის მდივნად აირჩიეს, ახალციხის საოლქო კომისიის ოთხმა წევრმაც დაადასტურა. ისინი სვირის საარჩევნო უბნაზე პროცესს აკვირდებოდნენ. ოთხივე მათგანის განცხადებით, მათ საარჩევნო უბანი მაშინ დატოვეს, როდესაც განგარგულება მდივნის, ნათელა ბიბილურის სახელით ივსებოდა. ისინი ამბობენ, რომ გადასცა თუ არა განკარგულება და ოქმი კომისიის თავმჯდომარეს ნათელა ბიბილურმა, აღარ უნახავთ.

მიუხედავად ამისა, საოლქოში წარდგენილ ოქმში დაფიქსირებული ეკატერინე ხალაძე ირწმუნებოდა, რომ მდივნად ის აირჩიეს: „მე ამირჩიეს და ოქმიც მე შევავსე“.

სხდომის მიმდინარეობისას სვირის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე შეუძლოდ გახდა.

„ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცით, რაც მოხდა უბანზე. მე აღარ შემიძლია, რაც გინდათ ის გადაწყვიტეთ“, – განაცხადა ბუღუტი ღონღაძემ და სხდომა რამდენიმე წუთით დატოვა.

სხდომიდან გამოსული ბუღუტი ღონღაძე ამბობდა, რომ სვირის საარჩევნო უბანზე გაუგებრობა მოხდა: „ეს რა გამაკეთებინეს, ამხელა კაცი ვარ და ასე არასდროს მინერვიულია. სამი დღეა არ მძინავს“.

შეკითხვაზე რაზე საუბრობდა, ბუღუტი ღონღაძემ პასუხისგან თავი შეიკავა.

სვირის უბანზე „ნაციონალი“ მდივანი დააბრუნეს, თავმჯდომარე კი მოხსნეს
სხდომა საოლქო კომისიაში

ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯომარემ თეა გავაშელმა N20–ე სვირის საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ბუღუტი ღონღაძისა და მდივნის გადაყენების საკითხი დააყენა. საოლქო კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბუღუტი ღონღაძე და ეკატერინე ხალაძე თავმჯდომარისა და მდივნის პოზიციებიდან გადააყენეს. შესაბამისად, საოლქოში წარდგენილი ოქმის მესამე განკარგულება, სადაც კომისიის მდივნად და თავმჯდომარედ ბუღუტი ღონღაძე და ეკატერინე ხალაძე ფიქსირდებოდნენ, გაუქმდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სვირის საარჩევნო უბანზე კომისიის მდივნად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნათელა ბიბილური დატოვეს, თუმცა მისი დანიშვნის განკარგულება არ არსებობს.

„ამ კომისიამ არ უარყო და აღიარა, რომ ნამდვილად სხდომაზე აირჩიეს ნათელა ბიბილური. სწორედ მისი არჩევის ლეგიტიმაცია დავტოვეთ ძალაში“, – განაცხადა თეა გავაშელმა.

რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს, გავაშელის თქმით, სვირის უბანზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით კმაყოფილია თავად ბუღუტი ღონღაძე: „კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ“.

შეგახსენებთ,რომ ახალციხეში, N20–ე სვირის საარჩევნო უბანზე, კომისიის მდივნად „ნაცმოძრაობის“ წევრი 8 სექტემბერს აირჩიეს, თუმცა საოლქო კომისიაში შესულ ოქმში მდივნად სხვა პიროვნება დაფიქსირდა. „ნაცმოძრაობამ“ ეს ფაქტი კომისიის მუშაობაში „ქართული ოცნების“ ჩარევას დაუკავშირა. ამ საკითხზე პარტიამ სპეციალური ბრიფინგიც მოაწყო.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ნაცმოძრაობა’ ‘ოცნებას’ ზეწოლაში, სვირის საუბნო კომისიას კი სხდომის ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს
‘ნაცმოძრაობა’: უბანზე მდივნად არჩეული ‘ნაციონალი’ ‘ოცნების’ ზეწოლის შემდეგ შეცვალეს
ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა – სამცხე–ჯავახეთი ISFED-ის მეოთხე ანგარიშში
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თეა გავაშელი აირჩიეს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
ასპინძის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა