FM97.5 / LIVE

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 29.09.2020
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ნაირა სამსონიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრება. იურისტები საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე საუბრობენ.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი “ქართული ოცნებიდან”, ნაირა სამსონიძე ობოლაშვილის შეხვედრას 26 სექტემბერს, სოფელ წირაში ესწრებოდა. მას შემდეგ რაც სამსონიძემ “სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი შეამჩნია ტერიტორია დატოვა.

„მე შეხვედრას არ ვესწრებოდი, ისე მე წყრუთში ვცხოვრობ. ვერ დაგელაპარაკები არ ვიცი ვინ ხართ“, - გვითხრა სამსონიძემ და ტელეფონი გათიშა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის თქმით, საოლქო კომისიის წევრს, სააგიტაციო შეხვედრებზე დასწრების უფლება არ აქვს.

„საარჩევნო კომისიის წევრს საარჩევნო კოდექსით მსგავსი ქმედება ეკრძალება. წინასაარჩევნო შეხვედრაზე მისი გამოჩენა კანდიდატის მხარდაჭერის გამოხატვას ნიშნავს“, - ამბობს იურისტი.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანია აგიტაციას ეხება, მეოთხე ქვეთავში მითითებულია რომ საარჩევნო კომისიის წევრს, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის ან აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

ნაირა სამსონიძე, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარხნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ‘ოცნების’ კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე
‘ქეთევან ობოლაშვილი კანონს არ არღვევს და სხვა წევრით არ ჩანაცვლდება’ - ადიგენის საოლქო
საია–მ ახალციხეში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თეა გავაშელი აირჩიეს
საოლქო კომისია  377 მსურველიდან 210 წევრს შეარჩევს
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თეა გავაშელი მესამე ვადით აირჩიეს
ასპინძის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა