FM97.5 / LIVE

კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს

მთავარისიახლე, არჩევნები 29.09.2016
ახალციხის საოლქომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გადაწყვეტილება, ამჯერადაც, მხოლოდ შესაძლო დამრღვევისგან მიღებული პასუხების საფუძველზე გამოიტანა.

კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს

N37–ე ახალციხის საოლქო კომისიამ 14 აგვისტოს მერიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ახალციხე–ადიგენში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კოპაძის გამოსვლაში დარღვევა ვერ დაინახა.

კომისიამ იმის დასადგენად ჰქონდა თუ არა კოპაძის მხრიდან ადმინისტრაციული რესურის გამოყენების ფაქტს ადგილი, მხოლოდ შესაძლო დამრღვევებს გიორგი კოპაძესა და ახალციხის მერიას მიმართა. შესაბამისად, კომისიამ საკუთარ დასკვნაში ის გაიმეორა, რასაც „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მერიის კუტლურის სამსახურის უფროსი მარინა ჯინჭველაძე და თავად კოპაძე ირწმუნებოდნენ.

„კოპაძე მიწვეული იყო როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანი და როგორც აფხაზეთის ომის სხვა ვეტერანები, ისე ესწრებოდა აღნიშნულ ღონისძიებას. აღნიშნულ ღონისძიებაზე გიორგი კოპაძე ნამდვილად გამოვიდა სიტყვით, რაც აღნიშნულა როგორც მერიის, ასევე კანდიდატის პასუხშიც, თუმცა, ისინი კატეგორიულად უარყოფენ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას“, – ნათქვამია ახალციხის საოლქო კომისიის წერილში.

შესაბამისად, კომისია ადმინსიტრაციული რესურისის დარღვევის შესახებ ოქმის შედგენას არ გეგმავს.

იურისტები ირწმუნებიან, რომ საკითხი საოლქო კომისიას ფორმალურად აქვს შესწავლილი და მას სრულყოფილად საქმის დეტალები არ გამოუკვლევია.

„მხოლოდ სავარაუდო დამრღვევთა მხრიდან მიღებული ახსნა-განმარტება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დგება გამოცემული აქტის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხი“, – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩევნო პროექტების იურისტი რატი თინიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, ახალციხეში, ახალციხის მერიამ აფხაზეთის ომის დაწყების 24 წლისთავთან დაკავშირებით გამართა ღონისძიება, რომელსაც ახალციხის ყოფილი მერი, ამჟამად, ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ესწრებოდა. კოპაძე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. იურისტები განმარტავენ, რომ კანდიდატის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე დასწრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოიყენა თუ არა ‘ოცნების’ კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსი – ფაქტს საოლქო კომისია სწავლობს
'სამხრეთის კარიბჭეს' სპეციალური განცხადება [Video]
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები ახალციხეში – კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე
ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტს ცესკო სწავლობს
‘შეიძლება ოთახში შევედი და გამოვედი’ – რას ამბობს გიორგი კოპაძე 6 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე [Video]
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
წინასაარჩევნო დარღვევები ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში