FM97.5 / LIVE

„ოცნების“ სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 12.09.2016
ვალეში სკოლისა და საბავშვო ბაღების ჭიშკრებზე „ოცნების“ სააგიტაციო მასალაა გაკრული; საარჩევნო უბნის შესასვლელი კი პლაკატების გასაკრავად საკრებულოს გადაწყვეტილებითაა განსაზღვრული;

„ოცნების“ სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე
ვალეშიც, ისე როგორც ახალციხეში ჯერ მხოლოდ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მასალებია გაკრული. თუმცა, გარდა საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილი ტერიტორიებისა, აღნიშნულ მასალებს სკოლისა და საბავშვო ბაღის შესასვლელებშიც ვხვდებით.

ვალეს შესასვლელში მდებარე, მეორე საჯარო სკოლას ორი ჭიშკარი აქვს, ორივე მათგანზე ახალციხე–ადიგენის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კოპაძის პლაკატებია გაკრული.

როგორც ამავე სკოლის დამლაგებელი ლალი სამსონიძე ამბობს, სააგიტაციო მასალა გუშინ, 11 სექტემბერს, გამოაკრეს: „დილით უკვე მიკრული ჰქონდათ“.

ვალეს მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა გვანცა გოგოლაძემ კი პარტიის სააგიტაციო მასალა სკოლაზე დღეს, 12 სექტემბერს დილით ნახა: „ვინმესთან რომ დავრეკო და ვუთხრა, ეს აქედან აიღეთ მეთქი, საფუძველი ხომ უნდა მქონდეს. ამიტომ იურისტთან მინდოდა გადამემოწმებინა, მაგრამ ჯერ ვერ მოვიცალე. ისე პირდად ჩემთვის მიზანშეწონილი არ არის“, – ამბობს გოგოლაძე.

ვალეს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლების თქმით, ასევე 11 სექტემბერს გამოიკრა მათ შესასვლელ კარზეც გიორგი კოპაძის პლაკატები.

„დავინახე, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება, ამომრჩეველმა ხომ უნდა ნახოს ვინ იყრის კენჭს და არჩევანი ვისზეც უნდა იმაზე უნდა გააკეთოს“, – ამბობს ვალეს საბავშვო ბაღის მენეჯერი ქეთევან ლაფაჩი.

„ოცნების“ სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე

გიორგი კოპაძის პალაკატია გაკრული N10 ვალეს საარჩევნო უბნის შესასვლელთან ღობეზეც. როგორც აღნიშნული უბნის მდივანი და თავმჯდომარის მოადგილე ამბობენ, პლაკატი არ დაუნახავთ, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს უბნისგან მოშორებული ადგილია და პლაკატის გაკვრა დასაშვებია.

საარჩევნო უბანი ვალეში კულტრის სახლშია განთავსებული. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია კი იმ ჩამონათვალის ნუსხაშია მითითებული, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სააგიტაციო მასალა უნდა გაიკრას.

„ღობე მიმდებარე ტერიტორიაა“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და ამატებს, რომ ტერიტორიების ჩამონათვალი საკრებულოში გამგებლის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.

აღნიშნული ტერიტორია, რომ მისი მითითებით იქნა ნუსხაში შეტანილი, ამას ვალეში გამგებლის წარმომადგენელი ელიოზ ბარბლიშვილიც გვიდასტურებს. შეკითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ აქ წლების განმავლობაში საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა და მიმდინარე წელსაც ასე იქნებოდა, გვპასუხობს რომ კი, თუმცა, მიღებულ გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ ღობე შენობისგან მოშორებულია.

„ოცნების“ სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტს გიგი ჩიხლაძეს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებულად არ მიჩნია და აცხადებს, რომ საარჩევნო უბნის შესასვლელთან სააგიტაციო მასალის განთავსება, მითუფრო საკრებულოს გადაწყვეტილებით, არაგონივრულია.

რაც შეეხება საჯარო სკოლაზე გაკრულ პლაკატს ჩიხლაძის განცხადებით, ეს ზოგადი განათლების შესახებ კანონის დარღვევაა, რადგან სკოლაში პოლიტიკური აგიტაცია დაუშვებელია. საბავშვო ბაღი კი მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული შენობაა და ამიტომ აქ სააგიტაციო მასალის გაკვრა კანონდარღვევაა.

„ამაზე რეაგირება საოლქო კომისიამ უნდა მოახდინოს. სამართალდარღვევის ოქმი დაწეროს და ის ვინც აკრავს დააჯარიმოს“, – აცხადებს ჩიხლაძე.

ვალეში „ქართული ოცნების“ აგიტატორი ეკა ნიჟარაძე ამბობს, რომ სკოლის ჭიშკრებზე პალაკატების ნაწილი თვითონ გააკრა, ნაწილი კი ვალეში „ქართული ოცნების“ სხვა აგიტატორმა.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსი გიორგი გვარამაძე კი აცხადებს, რომ ვიღაცას სკოლასა და საბავშვო ბაღზე პლაკატების გამოკვრა შეეშალა, ან განზრახ გააკრა, რადგან შეუძლებელია შტაბიდან ვინმეს აღნიშნულ ადგილებზე სააგიტაციო მასალის გაკვრის შესახებ მითითება გაეცა.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ შემთხვევაზე, ოღონდ ანდის საჯარო სკოლაში, „სამხრეთის კარიბჭე“ ათი დღის წინ წერდა. სოფელში, სკოლის შენობაზე „ქართული ოცნების“ დროშა მას შემდეგ გაჩნდა, რაც იქ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. მაშინაც ახალციხის შტაბში აცხადებდნენ, რომ „ამას ალბათ ვინმე მათი არაკეთილისმოსურნე აკეთებდა, თორემ არცერთი მათგანი ამას არ იზამდა“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე  ‘ოცნების’ პლაკატები  მოხსნეს
„ქართული ოცნების“  დროშა ანდის სკოლაზე
ახალციხეში ჯერ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პლაკატებია გაკრული
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
მერია დარღვევით გაკრულ პლაკატებზე: თუ არ ვიცით ვინ გააკრა, ოქმს ვერ შევადგენთ
'ქართულმა ოცნებამ' ქუჩების საარჩევნო მასალებისგან გასუფთავება დაიწყო [Photo]
ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა