FM97.5 / LIVE
'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 06.06.2014
'სამართლიანმა არჩევნების' მესამე შუალედური ანგარიშის მიხედვით, 1 ივნისის მონაცემებით, 62 საარჩევნო ოლქში 385-მა კანდიდატმა კანდიდატურები მოხსნა.

'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში დღეს, 6 ივნისს გამოაქვეყნა.

ანგარიში მოიცავს 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით პერიოდს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენდა სავარაუდო ზეწოლა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე.

„1 ივნისის მონაცემებით, 62 საარჩევნო ოლქში კანდიდატურები მოხსნა 385-მა კანდიდატმა. პოლიტიკური გაერთიანებებისა და ადგილობრივი დამკვირვებლებისაგან მიღებული ინფორმაციით, 6 ოპოზიციური პარტიის ორმოცდაათამდე კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა სავარაუდო ზეწოლის შედეგად“, –ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.

ანგარიშში მოხვდა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მიზნით ზეწოლა-მუქარის 1 ფაქტი; სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი.

გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის 1 ფაქტი, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, დაფიქსირდა კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა თუ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირების 4 ფაქტი.

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორებმა დააფიქსირეს ჰომოფობიური განცხადების 3 შემთხვევა -, 2 „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატების, 1 - ბლოკი „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ მხრიდან.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადებებით ხდება სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში, რაც დაუშვებლად და საგანგაშოდ მიგვაჩნია“– ნათქვამია ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორები 2014 წლის 12 მაისიდან 1 ივნისამდე საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 1181 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ. აღნიშნული შეხვედრებიდან კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გამართა 586 შეხვედრა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 271, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ“ - 128; „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“ - 46; „საქართველოს ლეიბორისტული პარტიამ“ - 36; „საქართველოს გზამ“- 29; საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“- 28; „თვითმმართველობა ხალხს“- 9; „ხალხის პარტიამ“ - 6; „მწვანეთა პარტიამ“- 5; „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიამ“ – 5.

„სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა – სამცხე–ჯავახეთი ISFED-ის მეოთხე ანგარიშში
ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა
დარღვევის ორი ფაქტი ახალციხეში ISFED–ის ანგარიშში
,ოცნება’ ცდილობს საარჩევნოდ გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი – ISFED
საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – ISFED–ის მესამე ანგარიში