FM97.5 / LIVE

ხორბლის მოსავალი თუ მზადება პრემიერის დასახვედრად – ‘ოცნების’ აქტივისტები ადმინისტრაციულ შენობაში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 06.08.2016
ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს.

ხორბლის მოსავალი თუ მზადება პრემიერის დასახვედრად  – ‘ოცნების’ აქტივისტები ადმინისტრაციულ შენობაში

ახალციხეში ხვალ, 7 აგვისტოს ,19:00 საათზე, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამცხე–ჯავახეთის ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით სამზადისი ქალაქში დღეს, 6 აგვისტოს, დილიდან დაიწყო.

დაახლოებით 11:00 საათზე ახალციხის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, საკონფერენციო დარბაზში, „ქართული ოცნების“ აქტივისტები შეიკრიბნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, მისი წარმომადგენელი დავით სამსონიძე, მერიის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი გიორგი გვარამაძე, მერის თანაშემწე მარიკა პარუნაშვილი, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სოფო მესხი, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ზედგინიძე, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი და გამგებლის წარმომადგენლები სხვადასხვა ადმინისტრაციუილ ერთეულებში;

შეხვედრაზე „სამხრეთის კარიბჭე“ არ დაუშვეს, ჟურნალისტის გამოჩენას მერიის თანამშრომლების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.
„არ ვართ ვალდებული შაბათ დღეს ვინმემ პასუხი გაგცეთ რაზე ვატარებთ შეხვედრას“, – გვითხრა მარიკა პარუნაშვილმა.

დათო სამსონიძემ კი დაცვას მოუწოდა, ჟურნალისტისთვის შენობა დაეტოვებინებინა: „ხომ გითხარით არავინ შემოგეშვათ, გაიყვანეთ შენობიდან“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ–ერთმა აქტივსიტმა, რომელიც მისი თქმით ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლიდანაა, „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, რომ მათი შეკრების მიზეზი ხვალინდელი შეხვედრა იყო. დღეს შეკრების შესახებ კი ინფორმაცია „ქართული ოცნების“ შტაბიდან ჰქონდა: "ხვალ შეხვედრაზე მე კი არა, ურაველიდან ყველა ვიქნებით".

ადმინისტრაციულ შენობაში გამართული შეხვედრა, რომ ხვალ ქალაქში კვირიკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება, პირად საუბარში ერთ–ერთმა აქტივისტმაც დაგვიდასტურა.

შენობა კომენტარის გარეშე, სხვა კარიდან დატოვა მერიის თანამრომელმა და ასევე, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი გვარამაძემ.

გამგებლის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ შეკრების მიზეზი სოფლებში ხორბლის მოსავლის აღება იყო.

„გამგებელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას, ხორბალზე ვილაპარაკეთ“, – გვითხრა ვალეში გამგებლის წარმომადგენელმა ელიოზ ბარბლიშვილმა.

დღევანდელი შეკრების მიზეზი, რომ ხორბლის მოსავლის აღება იყო, ეს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც დაგვიდასტურეს, თუმცა, შეკითხვებზე: ხორბლის მოსავლის შესახებ შეხვედრას რატომ ესწრებოდა ქალაქის მერი ან რა კავშირი ჰქონდათ ამასთან „ოცნების“ აქტივისტებს, პასუხი ვერ მივიღეთ.

ასევე შეკითხვაზე, „ოცნების“ აქტივისტებთან რა შეხვედრა ჰქონდა ქალაქის მერს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ასე გვიპასუხეს: „სამუშაო შეხვედრა იყო, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“.

ხორბლის მოსავალი თუ მზადება პრემიერის დასახვედრად  – ‘ოცნების’ აქტივისტები ადმინისტრაციულ შენობაში

პარტიული სამუშაო შეხვედრებისთვის იმ შენობების გამოყენება რომ არ შეიძლება, სადაც ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები ფუნცქიონირებს, ამის შესახებ „სამხრეთს კარიბჭესთან“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.

გარდა ამისა, იმ შენობების ჩამონათვალში, რომელბიც მერიამ წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის განსაზღვრა, ადმინისტრაციული შენობა მითითებული არ არის.

„ეგ არის აკრძალული ადგილი, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელება. ადმინისტრაციულ შენობაში ამ ტიპის შეკრება ეკრძალებათ. გასაგებია, რომ შაბათია და საჯარო მოხელეებს პარტიული ღონისძიებების დაგეგმვის უფლება აქვთ, მაგრამ ამისთვის უნდა გამოიყნენ შტაბი“, – აცხადებს საიას სარჩევნო პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი.

შტაბში „ოცნების“ აქტივისტებმა, საჯარო მოხელეების ნაწილთან ერთად, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაინაცვლეს. მათი უმრავლესობა ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრის დასრულებისთანავე, შტაბში დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდა.

პარტიული შეხვედრები რომ შტაბში უნდა ჩატარდეს, ამაზე „სამართლიანი არჩევნების“ შიდა ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი ნინო ბიბილეიშვილიც საუბრობს: „ადმინისტრაციულ შენობაში ასეთი ტიპის შეხვედრების გამართვა იკრძალება. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, აქტივისტები პარტიული შეხვედრისთვის დაიბარეს, ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა“.

საიასა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა იმ მემორანდუმს არღვევს, რომელსაც ხელი 29 ივლისს მოეწერა. ამ დღეს მემორანდუმს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ცესკომ, უწყებათა შორისმა კომისიამ, რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი.

„ხელმომწერები საარჩევნო კოდექსში კონკრეტული მუხლების შესახებ, (45–ე, 48– და 49–ე) უფრო კონკრეტულად, საარჩევნო რესურსის გამოუყენებლობაზე შეთანხმდნენ“, – აცხადებს ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აქცენტს წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრობის პრინციპის შესაძლო დარღვევაზე აკეთებენ.
„ეს შეხვედრა იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად, თუ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა მსგავსი ტიპის ღონისძიებისთვის ადმინისტრაციას მიმართეს და უარი მიიღეს, ან თუ მიმართავენ და უარს მიიღებენ“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე და ამატებს, რომ ეს ცოტა წარმოუდგენელიცაა – „ალბათ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ადმინისტრაციულ შენობაში შეკრების სურვილი არ გაუჩნდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კანონში მკვდარი ნორმაა“.

ოპოზიციურ პარტიებს ამ დრომდე პარტიული შეხვედრის გამართვის მიზნით ადმინისტრაციისთვის მართალც არ მიუმართვთ და აცხადებენ, რომ ამას არც სამომავლოდ აპირებენ.

თუმცა ამ დროისთვის, გამართული შეხვედრა ჩათვლება თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ამის შესახებ უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს.

„წერილობთ მოგვმართეთ. აუცილებლად განვიხილავთ და პასუხსაც გაცნობებთ“, – გვიპასუხეს უწყებაში.

ხორბლის მოსავალი თუ მზადება პრემიერის დასახვედრად  – ‘ოცნების’ აქტივისტები ადმინისტრაციულ შენობაში

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხორბალი თუ არჩევნები:  უწყებათაშორისი კომისია  ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე
‘შეიძლება ოთახში შევედი და გამოვედი’ – რას ამბობს გიორგი კოპაძე 6 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე [Video]
ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტს ცესკო სწავლობს
საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
იურისტები ახალციხის საოლქოს საკითხის არასრულყოფილად შესწავლაში ადანაშაულებენ
შემოვლა პროექტების დასაგეგმად თუ სამსახურეობრივი მანქანის გამოყენება საარჩევნო შეხვედრაზე

საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრაზე