FM97.5 / LIVE

‘ნაცმოძრაობა’ ‘ოცნებას’ ზეწოლაში, სვირის საუბნო კომისიას კი სხდომის ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 10.09.2016
ახალციხეში, N20–ე სვირის საარჩევნო უბანზე, კომისიის მდივნად „ნაცმოძრაობის“ წევრი აირჩიეს, თუმცა საოლქო კომისიაში შესულ ოქმში მდივნად სხვა პიროვნება ფიქსირდება. „ნაცმოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ საუბნო კომისიაში სხდომის ოქმი გააყალბეს.

‘ნაცმოძრაობა’ ‘ოცნებას’ ზეწოლაში, სვირის საუბნო კომისიას კი სხდომის ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს

საუბნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე N20–ე სვირის საარჩევნო უბანზე 8 სექტემბერს აირჩიეს. მდივნის პოზიციაზე ნათელა ბიბილური დასახელდა, რომელიც ამ კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. ბიბილური ამბობს, რომ მდივნობა არ სურდა, თუმცა, მაინც დათანხმდა.

‘ნაცმოძრაობა’ ‘ოცნებას’ ზეწოლაში, სვირის საუბნო კომისიას კი სხდომის ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს „ერთხმად ამორჩიეს, უარი განვაცხადე, რადგან გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ დაგეხმარებითო ყველამ და მეც დავთანხმდი. შევავსეთ შესაბამისი ოქმიც“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ მალევე სოფელ სვირში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმღვანელი გიორგი გვარამაძე მივიდა და ბიბილურს პოზიციის დატოვება მოსთხოვა, – „მე თქვენ გიცნობთო, ამ დროს ვმუშაობდი, ჟურნალს ვავსებდი. მითხრა, არ გვაწყობს მდივანი „ნაციონალებიდან“ და უნდა დატოვო მდივნობა, პრობლემა შეგექმნება შენც და მეცო. მე ჩემი საქმე მაინც გავაკეთე, შედგენილი ოქმი კომისიის თავმჯდომარეს, ბუღუტი ღონღაძეს ჩავაბარე, რომ ახალციხის საოლქო კომისიაში წაეღო“.

ნათელა ბიბილურის მდივნად არჩევას ადასტურებს კომისიის წევრი ამავე უბანზე ნანა შუბითიძე (კონსერვატიული პარტია).

„მდივანი ერთხმად ავირჩიეთ, ნათელა ბიბილური. სხვა კანდიდატებიც იყვნენ, მაგრამ ყველა იყო უარზე და ბოლოს ნათელა დაგვთანხმდა“, – ამბობს ნანა შუბითიძე და ამატებს, რომ სხდომის დასრულების შემდეგ, ყველა შესაბამისი დოკუმენტი კომისიის თავმჯდომარეს, ბუღუტი ღონღაძეს გადასცეს, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარსადგენად.

ბუღუტი ღონღაძემ N44.37.20 საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N1 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას ნამდვილად წარუდგინა. თუმცა, ოქმში, მდივნის პოზიციაზე, ნათელა ბიბილურის ნაცვლად, ეკატერინე ხალაძე წერია.

ნათელა ბიბილური ამბობს, რომ როდის და რა ვითარებაში შეიცვალა მდივნის ვინაობა ოქმში, მისთვის უცნობია.

‘ნაცმოძრაობა’ ‘ოცნებას’ ზეწოლაში, სვირის საუბნო კომისიას კი სხდომის ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს N20–ე სვირის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბუღუტი ღონღაძე ამტკიცებს, რომ ოქმი არ გაყალბებულა. ნათელა ბიბილურმა კომისიის მდივნობაზე საკუთარი ნებით თქვა უარი, იმ მიზეზით, რომ საქმე ერთულებოდა. ამის შემდეგ, მაშინვე კომისის სხდომა შედგა, რომელზეც ნათელა ბიბილურმა მდივნობაზე უარი თქვა და სხვა აირჩიეს.

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ნათელა ბიბილურის უარის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, კომისიის თავმჯდომარე გვპასუხობს: „არა, სიტყვიერად დაგვიდასტურა, ხელმოწერა არ არსებობს. უარი, რომ განაცხადა, გადავირჩიეთ. არ დავშლილვართ, ყველა იქ ვიყავით, ნათელა ეკატერინე ხალაძემ ჩაანაცვალა“.

სხდომის ხელმეორეთ ჩატარებაზე საუბრობს კომისიის წევრი ზაურ გოგოლაძეც (ოლქის მიერ დანიშნული წევრი). თუმცა, ბუღუტი ღონღაძისგან განსხვავებით, იგი ამბობს, რომ მდივნის ასარჩევად თავიდან შეიკრიბნენ: „წავედი სახლში, სტუმრები მომივიდნენ, მერე მეორეთ შევიკირიბეთ სხდომაზე და ავირჩიეთ სხვა“.

‘ნაცმოძრაობა’ ‘ოცნებას’ ზეწოლაში, სვირის საუბნო კომისიას კი სხდომის ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებსარც მაშინვე და არც ხელმეორედ შეკრებას არ ადასტურებენ ნათელა ბიბილური და ნანა შუბითიძე. მეტიც, ნათელა ბიბილური ამბობს, რომ ამ დრომდე მასთან ინახება საარჩევნო უბნის სეიფის გასაღები, რომელიც არჩევის შემდეგ ჩააბარეს. თუმცა, ოქმში, ეკატერინე ხალაძის არჩევის შესახებ, ნათელა ბიბილურიც და ნანა შუბითიძეც მომხრეების სიაში წერიან.

სვირის საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტს, გუშინ, 9 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. პარტიაში ამბობენ, რომ მომხდარი „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანლის ზეწოლის შედეგია, ოქმის გაყალბებაში კი პარტია საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ადანაშაულებს.

‘ნაცმოძრაობა’ ‘ოცნებას’ ზეწოლაში, სვირის საუბნო კომისიას კი სხდომის ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს „სვირში მივიდნენ ახალციხის საოლქო კომისიის წარმომადგენლები, მათ თან ახლდა „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელძღვანელი გიორგი გვარამაძე. გვარამაძემ ბიბილურს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ მდივნობაზე უარი ეთქვა, თუმცა ბიბილუარისგან უარი მიიღო. ასევე ეცადა სვირის საუბნო კომისიის თავმჯდომარეზე მოეხდინა ზეწოლა. საბოლოოდ თავმჯდომარე ჩამოიყვანა ახალციხის საოლქო კომისიაში, სადაც შედგა ახალი ოქმი და სვირში მდივნად დანიშნეს ვინმე ეკა ხალაძე“, – განაცხადა გელა დემეტრაძემ ბრიფინგზე.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელის ჩარევას საქმიანობაში, კატეგრიულად უარყოფს ბუღუტი ღონღაძე. შეკითხვაზე, იყო თუ არა ნამდვილად სოფელ სვირის საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გვარამაძე, გვპასუხობს: „მესაუბრა რა, ჩემი მეგობრის შვილია და ვისაუბრეთ. გაიგო რა სიტუაცია იყო. იმ დროს უკვე ახალი მდივანი გვყავდა არჩეული“.

‘ნაცმოძრაობა’ ‘ოცნებას’ ზეწოლაში, სვირის საუბნო კომისიას კი სხდომის ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს რა მოხდა N20–ე სვირის საარჩევნო უბანზე, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გარკვევას N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია. კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა სვირის საარჩევნო უბნის წევრები დაიბარა და ახსნა–განმარტებები დააწერინა.

„ვიცით, რომ რაღაც ფაქტი მოხდა, უკვე დაიწყო საქმის წარმოება. კომისიის წევრების ახსნა–განმარტების საფუძველზე იმსჯელებს კომისია და მიიღებს გადაწყვეტილებას“, – ამბობს N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი.

საოლქო კომისიაში სხდომა დღეს, საღამოს, 5 საათზეა ჩანიშნული.

‘ნაცმოძრაობა’ ‘ოცნებას’ ზეწოლაში, სვირის საუბნო კომისიას კი სხდომის ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს
სვირის საუბნო კომისიის წევრები საოლქო კომისიაში ახსნა–განმარტებებს წერენ

„სამხრეთის კარიბჭე“ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი გვარამაძესთან დაკავშირებას. თუმცა, უშედეგოდ. გვარამაძე არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და შტაბში არაერთხელ მისულ „სამხრეთის კარიბჭესაც“ არცერთხელ არ შეხვდა. შტაბში გვეუბნებოდნენ, რომ გვარამაძე საქმეზეა გასული და იქვე მიგვითითეს, რომ შტაბში დარეკვის გარეშე არ მივიდეთ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]

‘ნაცმოძრაობა’ ‘ოცნებას’ ზეწოლაში, სვირის საუბნო კომისიას კი სხდომის ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სვირის უბანზე „ნაციონალი“ მდივანი დააბრუნეს, თავმჯდომარე კი მოხსნეს
‘ნაცმოძრაობა’: უბანზე მდივნად არჩეული ‘ნაციონალი’ ‘ოცნების’ ზეწოლის შემდეგ შეცვალეს
ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა – სამცხე–ჯავახეთი ISFED-ის მეოთხე ანგარიშში
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალციხეში – რა შეიცვალა საოლქო კომისიაში
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა