FM97.5 / LIVE

ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტს ცესკო სწავლობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 26.08.2016
ხორბალს ეხებოდა ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გამართული შეხვედრა თუ პარტიულ საკითხებს, ამას №37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია დაადგენს.

ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტს ცესკო სწავლობს

უწყებათაშორისმა კომისიამ ახალციხეში 6 აგვისტოს ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭეს“ მიმართვის საფუძველზე, ცენტრალაურ საარჩევნო კომისიას აცნობა. ცესკომ კი წერილი №37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას დააწერა.

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ცესკო და უგზავნის სასამართლოს. შემდეგ სასამართლო წყვეტს ოქმი დატოვოს ძალაში თუ გააუქმოს. ანუ ფაქტის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ცესკოს კომპეტენციაა“, – აცხადებს უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს წევრი გიგა დაიაური და ამატებს, რომ დარღვევისთვის ჯარიმის საკითხს სასამართლო წყვეტს.

როგორც №37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი აცხადებს, საქმე წარმოებაშია და იგი შესაბამის დასკვნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნის: „წერილი, როგორც მახსვოს, 9 აგვისტოს გამოგვიგზავნეს და შესწავლისთვის ვადა ერთი თვე გვაქვს“.

დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ახალციხის თვიმმართველობა საარჩევნო კოდექსის 79–ე მუხლის შესაბამისად 2 000 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ დააფიქსირა, აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, როგორც ახალციხის მერიის, ისე გამგეობის პირველი პირები და სხვა თანამშრომლები. ერთ–ერთი აქტივისტის განცხადებით, შეკრება მეორე დღეს, რეგიონში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა. აღნიშნულის შესახებ რედაქციამ უწყებათაშორის კომისიას აცნობა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოიყენა თუ არა ‘ოცნების’ კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსი – ფაქტს საოლქო კომისია სწავლობს
ხორბალი თუ არჩევნები:  უწყებათაშორისი კომისია  ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე
კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს
იურისტები ახალციხის საოლქოს საკითხის არასრულყოფილად შესწავლაში ადანაშაულებენ
დღეს ნინოწმინდის საოლქო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს განიხილავს
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე სასამართლო 30 ოქტომბერს გაიმართება